ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8158 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8138 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8955 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9292 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0337 ლარი შეადგინა.