LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“რამდენი რუსიც ჩამოვა საქართველოში, მით უფრო უკეთესია”-რუსეთის 500–ზე მეტ მოქალაქეს ბიზნესი ტრიალ მინდორზე დაურეგისტრირეს

დაპოსტა 2022/06/11-ში
226
ნახვა
გაზიარება

რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში, საცხოვრებლად ათიათასობით ადამიანი ჩამოვიდა, რომელთა უმეტესობა აქ ბიზნესებს არეგისტრირებს. „აი, ფაქტის“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთის 500–ზე მეტმა მოქალაქემ, ახალციხესა და ადიგენში, უპრეცენდენტოდ ბევრი ბიზნესი დაარეგისტრა.

„აი, ფაქტის“ ჟურნალისტების თქმით, რუსეთის მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად არეგისტრირებენ შპს–ებს და ინდ მეწარმეებს. კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ რეგისტრაციის მიხედვით, რამდენიმე ადგილი ხშირად მეორდებოდა. მეორდებოდა მესაკუთრეც, რომელიც თავის უძრავ ქონებას რუსეთის მოქალაქეებს იურიდიულ მისამართად აძლევდა.

უჩა ყურმაშვილმა აბის დასახლებაში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ფაქტობრივად ტრიალი მინდორია, ანაზღაურების სანაცვლოდ, რუსეთის 203 მოქალაქეს დართო ნება 103 შპს და 100 ინდ. მეწარმე დაერეგისტრირებინა. ფაქტზე, უჩა ყურმაშვილი მედიას ასე პასუხობს:

„ჩემი და თქვენი მორალი არის აწყობილი სხვადასხვა რამეზე. თქვენი მორალია, რომ უბრალოდ სიუჟეტი მოამზადოთ და გაუშვათ ან რაღაცა. ჩემი მორალი არის სულ სხვა რამეზე. ჩემთან მოდიან და ვაკეთებ და ვარეგისტრირებ. აქედან არის რაღაც შემოსავლის წყარო. ეს იყო ძაან მიზერზე. მაგას თქვენთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ეს იყო, არის და გაგრძელდება კიდევ“,–აცხადებს იგი.

საეჭვოდ ბევრი შპს და ინდ. მეწარმე დარეგისტრირდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწაში არსებული ნაკვეთებზე, რომელიც რუსეთის 314–მა მოქალაქემ გამოიყენა იურიდიულ მისამართად. მათ შორის ერთი ადგილი სასაფლაოსთან მდებარეობს. ნაკვეთების მეპატრონე სიმონ აკოფაშვილია.

სიმონ აკოფაშვილის ერთ ნაკვეთზე, რომელიც სოფელი უნწის სასაფლაოს ემიჯნება, რუსეთის 61 მოქალაქეა რეგისტრირებული. ჟურნალისტის თქმით, რეგისტრაციაში კანონდარღვევა არაფერია, თუმცა უცნაურია, რომ მსგავსი ნაკვეთები კომპანიების ოფიციალურ იურიდიულ მისამართებად ფორმდება. თუ სახელმწიფოს დასჭირდა, მათთვის ოფიციალური წერილების გაგზავნა, ეს როგორ უნდა მოხერხდეს, როცა ადგილზე მეწარმეობას არავინ ეწევა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინის ომის პარალელურად, მორალურად რამდენად გამართლებულია რუსეთის მოქალაქეების დახმარება აქ ბიზნესის რეგისტრაციაში, სიმონ აკოფაშვილი პასუხობს, რომ საქართველოში რაც უფრო მეტი როსეთის მოქალაქე შემოვა, მით უკეთესია, რადგან უკრაინისთვისაც დადებით შედეგს გამოიღებს.

„ახლა რასაც ვაკეთებ, ჩემი სააქციელით მე ვეხმარები უკრაინას. რამდენი რუსიც ჩამოვა საქართველოში, მით უფრო უკეთესია. იცი შენ? ამას ხვდები საერთოდ? რაც ბევრი იქნებიან რუსეთში ხალხი დარჩენილი… იქ ომში არ უნდა ხალხს და ადამიანების სიკვდილი არ უნდა. ნეტავ ნახევარი რუსეთი ჩამოვიდეს და დამთავრდეს ეს ომი მალე. მე, ნებისმიერ რუსს, რამდენიც არ უნდა ჩამოვიდეს, სულ ყველას დავეხმარები და გვერდში დავუდგები და ამასთან ერთად უკრაინელ ხალხს ვუდგები გვერდში, იმიტომ, რომ უკრაინაში არ ჩავლენ ისინი და არ წაიყვანენ საომრად“,–ამბობს აკოფაშვილი.

სიმონ აკოფაშვილის მეორე ნაკვეთზე 253–მა მოქალაქემ დაირეგისტრირა ბიზნესი. აქედან, 76 კომპანიაა, 177 კი ინდივიდუალური მეწარმე.

ერთი სუბიექტისთვის იურიდიულ მისამართად საკუთარი უძრავი ქონების გამოყენების უფლების მიცემა 100–150 ლარი ღირს.

წყარო: sknews.ge

თეგები: -რუსეთის 500–ზე მეტ მოქალაქეს ბიზნესი ტრიალ მინდორზე დაურეგისტრირესაირუსებიფაქტი
გაზიარება90

დაკავშირებული -პოსტები

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
1k
კახა კალაძე
მთავარი

„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...

დაწვრილებითDetails

“ვლადიმერ პუტინი ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს” – დიმიტრი პესკოვი

იანვარი 19, 2026
41
მთავარი

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი

იანვარი 19, 2026
58
მთავარი

მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

იანვარი 19, 2026
57
მთავარი

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.   ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
116
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
48
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
393
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
743
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
82
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
163
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».