“გუბაზ, გულის ტკივილი, რომელიც მოიტანა შენმა წასვლამ ჩვენგან, არის აუტანელი…
მენანები, არადა რამდენი ოცნებები დაგრჩა აუხდენელი, თბილი და მეგობრული მოგონებები დაგვიტოვე ჩვენო უსაყვარლესო ადამიანო” – ასე ემშვიდოდება გუშინ, ავტოავარიისას დაღუპულ გუბაზ კორძაიას მეგობარი ფეისბუკზე.
ავტოავარია ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე გუშნ მომხდა.
“რა ვთქვა უბრალოდ არ ვიცი?გუბაზ, ჩემო უფროსო მეგობარო რა უსამართლოდ მოგექცა ეს ცხოვრება.? ჩვენო პოზიტიურო, საიმედო, საამაყო ადამიანო? უშენოდ აღარაფერი იქნება ძველებურად??როგორ გაუფერულდება ჩვენი ყოველდღიურობა უშენოდ?? მომენატრება შენი გულიანი მოსალმება “-ვაა ჩოგო როგორახარო?” საუკეთესო იყავი და იქნები. არასოდეს დაგივიწყებთ?, ყოველთვის დარჩები ჩემთვის ადამიანობის, მეგობრობის, პროფესიანალიზმისა და ოჯახიშვილობის ეტალონად? ვუსამძიმრებ შენს ოჯახს, მთელს სამედიცინო სამყაროს და სრულიად საქართველოს.?” – წერს გარდაცვლილის მეგობარი ფეიბუკზე.




გუბაზ კორძაია ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის პოზიციაზე მუშაობდა. 32 წლის ექიმს ფეხმძიმე მეუღლე და 2 შვილი დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.










