საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. “ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 199 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 27 956 ტესტი ჩატარდა.