2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით, ხოლო კაცების – 1 475.7 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 72.2 და 115.2 ლარი შეადგინა. ინფორმაციას “საქსტატი” ავრცელებ. მათივე ცნობიტ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
+