2021 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხა შემცირდა.
კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 6 452 669 ლარს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 6 727 038 ლარს. რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს, იანვარში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა – 905 059 ლარი; ხოლო იანვარ-თებერვალში – 1 482419 ლარი შეადგინა.
ამასთან, 2021 წლის იანვარ-მარტში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან – 1 170 715 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან – 1 522 503 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან – 3 მლნ ლარი, სამორინეს მაგიდიდან – 734 475 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან – 759 450 ლარი.