რამდენადაც მივხვდი, „ქოცებმა“ უარი თქვენს საერთაშორისო გამოძიებაზე, ხომ? კარგია, ყოჩაღ! ეს იმის ინდიკატორია, რომ გამოძიების ეშინიათ, ვინც გამოძიებაზე უარს ამბობს, იმას დასამალი ბევრი რამ აქვს, მაგრამ არ არს დამალული, რომ არ გაცხადდეს! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციის წევრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება საპარლამენტო სიების ჩახსნაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ეს პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერ მოხდება, გვარამია ამბობს, რომ სიებს მაშინ ჩახსნიან, როდესაც სამართლებრივად იქნება შესაძლებელი.
„ის, რომ ფიზიკურად ვერ მოხერხდება კანონმდებლობის მიხედვით, ტყუილია. როდესაც სია გააქტიურდება, შემდეგ შეიძლება ამის გაკეთება. ხომ არ გვითქვამს, რომ დღეს ვაკეთებთ? როდესაც სამართლებრივად იქნება შესაძლებელი, მაშინ მოხდება“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.