LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებების საქმის გამოძიება დაიწყო

რაზე გააფრთხილა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები პროკურატურამ

დაპოსტა 2020/08/12-ში
A A
97
ნახვა
გაზიარება

გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,შაქარაშვილის საქმეზე 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა.„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა.

გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას. საქმე ეხება უმძიმეს დანაშაულს – მკვლელობას და მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, უმნიშვნელოვანესია გამოძიება წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მართლმსაჯულება აღსრულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდების მხარემ დაცვის უფლების გახორციელების მიზნით სრულად გადასცა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეფრთხილებინა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე. საქართველოს პროკურატურა მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მთავარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სასამართლომ წარდგენილ ყველა ბრალდებაში - ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
“ერთმა მეორეს ესროლა ხელყუმბარა”-თბილისში ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1986 წელს დაბადებული ო.თ. და...

დაწვრილებითDetails

შვილებზე ძალადობისთვის 2005 წელს დაბადებული პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

მარნეულში გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი...

დაწვრილებითDetails

შიდა ქართლის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით…-აფეთქება ახალქალაქში
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძვირად ღირებული სამშენებლო დანადგარის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი...

დაწვრილებითDetails

86 წლის დედის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შვილი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს
მთავარი

ტა­ბახ­მე­ლა­ში გუ­შინ სკო­ლის პე­და­გო­გის ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალს სა­ვა­რა­უ­დოდ, ია­რა­ღით აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ის ერთ-ერთ კერ­ძო სკო­ლის პე­და­გო­გი იყო. ად­გილ­ზე ნა­ხეს ქა­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლიც, სა­დაც მისი ცხე­და­რი იყო ნა­პოვ­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქა­ლის...

დაწვრილებითDetails

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
მთავარი

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...

დაწვრილებითDetails

დამეწყრილი ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
შეერთებამდე გადის რკინიგზის ხიდის ქვეშ, შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები – რა ვითარებაა ხარაგაულში
მთავარი

ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე, მარადი გელაშვილი ამბობს, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"