მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ისინი არ შეუშვა. ადგილზე სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ პოლიციას პარლამენტის საშვი აჩვენა, თუმცა პოლიციამ ის მაინც არ შეუშვა.
სამართალდამცველები, ჟურნალისტების პარლამენტში გადაადგილების შეზღუდვას უსაფრთხოების რეჟიმით ხსნიდნენ. პოლიცია ამბობდა, რომ არსებობს ჟურნალისტების კონკრეტული სია, რომლებსაც შიგნით შესვლის უფლება აქვთ.
ჟურნალისტებმა პოლიციას კანონის განმარტება მოსთხოვეს, რის საფუძველზეც ისინი მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა პოლიციამ კითხვაზე პასუხი არ გასცა.
ხოლო, მთავარი არხის ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის შეკითხვას, ვის უქმნიან საფრთხეს ისინი პარლამენტში, პოლიციამ ასე უპასუხა: კონკრეტულად თქვენს სახელზე და გვარზე არ არის, აქ არის რეჟიმიდან გამომდინარე.