“ერთი წლის განმავლობაში აშშ-მ შექმნა სახელმწიფოთა კოალიცია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, რათა უკრაინას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით დახმარებოდა. ეს დახმარება გაგრძელდება.
თითქმის 1 წლის წინ, როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ეგონა, რომ უკრაინა სუსტი იყო, დასავლეთი კი დაყოფილი. მას ეგონა, რომ გვაჯობებდა, მაგრამ ის მწარედ შეცდა.
უკრაინაში რუსეთის სასტიკი შემოჭრის წლისთავთან დაკავშირებით, მე დღეს ვარ კიევში, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და დავადასტურო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ” | ბაიდენი