სტიქიის კიდევ ერთი ეპიცენტრი ზესტაფონია – სოფელ მეორე სვირის მკვიდრები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივები “პირველებს” ეუბნებიან, რომ ცხოვრება სიდუხჭირეში უწევთ, რადგან დიდთოვლობის მიერ შექმნილი პრობლემების გამო სოფელში პურიც კი არ მოეპოვებათ.
სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ სოფელში ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანიც არის ჩარჩენილი, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროება, თუმცა ტრაქტორების არ ქონის გამო გზები გაუკვალავია და კაცამდე სასწრაფო ვერ მოდის.
ორი დღის უკან გაკვალეს. ნახევარი მეტრი კიდევ იდო თოვლი. გზაზეა დადებული. გაჭირვება არის. პური არ გვაქვს საერთოდ. მაღაზიაში ვიყავი გასული, ორი კილომეტრით არის ჩვენგან დაშორებული, არ არის პურიო. ვერ მოდის ჩვენამდე მანქანა ზესტაფონიდანო. გუშინ მეზობელი ავად გახდა, კიბეზე დააწვინეს და გადმოიყვანეს. მეზობელი ქალი ამოვიდა, გამგებელს უთხრა, ქმარი მყავს საავადმყოფოში წასაყვანი და სასწრაფოდ გამოუშვით ტრაქტორია. იქიდან პასუხი მოვიდა, რა ვქნათ, არ არისო, ფიზიკურად არ გვყავს ტრაქტორიო”. – განაცხადა გია ლომინაშვილმა.










