LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებების საქმის გამოძიება დაიწყო

პროკურატურა ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე დაკავებული 3 პირის მიმართ პატიმრობას ითხოვს

დაპოსტა 2021/02/26-ში
A A
34
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ.

სამართალდამცველებმა ვ.გ., გ.ს. და ს.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვახტანგ სანაიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, როგორც მსგავსი კატეგორიის სხვა დანაშაულებზე, უწყებას მკაცრი მიდგომა ექნება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს.

პროკურატურამ ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

ფილტვის ანთება და გრიპი ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა – მოიმატა კორონავირუსის გავრცელებამაც – ივანე ჩხაიძე

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
“გრი­პი გავ­რცე­ლე­ბის მი­ხედ­ვით მაქ­სი­მა­ლურ ციფრ­ზეა”-ივა­ნე ჩხა­ი­ძე
მთავარი

ფილტვის ანთება და გრიპი ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა - მოიმატა კორონავირუსის გავრცელებამაც, მარტის თვეში გასულ თვეებთან შედარებით გაცილებით ბევრი იყო,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში “მართვე”-ს ბუნებრივ საფარიან სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
ქუთაისში “მართვე”-ს ბუნებრივ საფარიან სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მთავარი

ქუთაისში "მართვე"-ს სტადიონს  რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.  დაახლოებით 23 000 კვადრაზე მეტი ფონდს ქუთაისის მერიამ აღნაგობის უფლებით გადასცა.  "მუნიციპალური განვითრების ფონდს გადავეცით ახალგაზრდობის გამზირზე "მართვე"-ს სტადიონი ....

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
აღმოჩენილია თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური პირი ზ. ტ. (მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

სრულწლოვან შვილზე ძალადობისთვის ქალი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

ბათუმში შუა ხნის ქალი შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სრულწლოვან შვილს დაზიანებები,მიაყენა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც...

დაწვრილებითDetails

დედამ შვილს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ბათუმში დედამ შვილს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა - პოლიციამ ქალი დააკავა -  ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ მეზობლების...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთის კლინიკა „მედალფა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ოზურგეთის კლინიკა „მედალფა“ სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. კლინიკის დირექტორის ცნობით, გარდაიცვალა  ენდოკრინოლოგის, ღვაწლმოსილი ექიმი რუსუდან ურუშაძე. „სამწუხარო დღეა ოზურგეთის კლინიკა „მედალფასთვის“. კლინიკის თანამშრომლები დიდ გულისტკივილს გამოხატავენ ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგის, ღვაწლმოსილი ექიმის...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ა.ჰ;...

დაწვრილებითDetails

გორში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კვარხითის გადასახვევთან მოხდა. დამატებითი დეტალები უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. დაკავებულია უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე, მათ შორის, თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლიდან ძებნილი პირი ზუგდიდში დააკავეს

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 2025 წლიდან ძებნილი, 1978 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ლ.გ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"