LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისი დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი – კოალიცია “ძლიერი საქართველო” ქუთაისში არსებულ პრობლემებზე

პროკურატურა ბადრი ჯაფარიძის მიმართაც 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

დაპოსტა 2025/04/05-ში
A A
18
ნახვა
გაზიარება

პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით, ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

პროკურორის განმარტებით, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ედება დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ის 25 მარტს კომისიის სხდომაზე იყო მიწვეული, თუმცა, არასაპატიო მიზეზის გარეშე უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიზნით საკანონმდებლო ორგანოში მისულიყო.

მეშველიანის თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს.

როგორც პროკურორი განმარტავს, კერძოდ კი, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

პროკურორის თქმით, მას კავშირები აქვს საზღვარგარეთ და მოსალოდნელი სასჯელის შიშით, შეიძლებოდა ის მიმალულიყო და მისი საგამოძიებო უწყებაში გამოცხადება ვერ გამორიცხავს მომავალში მიმალვის საფრთხეს.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენას, როგორც პროკურორი განმარტავდა, ბრალდებულმა მიზანმიმართულად დაარღვია კანონი. ასევე, ჯაფარიძისთვის კანონთან კონფლიქტი პირველი არ არის.

მეშველიანის თქმით, ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა იქნა გათვალისწინებული და გირაოს 50 000 ლარის გადახდას ის შეძლებს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დათანხმდა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, პროკურორმა მიმალვის საფრთხე შაბლონურად წაიკითხა და დასაბუთებული არ არის.

სამუშიას თქმითვე, ჯაფარიძეს წინა საქმეზეც გირაო ჰქონდა შეფარდებული, ის საქართველოს ფარგლებს გარეთ ხშირად დადიოდა, თუმცა, უკან ბრუნდებოდა და არსად მიმალულა. მითუმეტეს, იმის ფონზე, როცა იმ საქმეზე მკაცრი სასჯელი ემუქრებოდა.

ადვოკატებისთვის არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეა პროკურატურის მხრიდან დასაბუთებული.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა და 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

ლენტეხში სტიქიის გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ლენტეხში სტიქიის გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
მთავარი

სტიქია იყო ლენტეხში - ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, მდინარის ადიდების გამო, დროებით შეიზღუდა მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ჩარჩენილი ტურისტები გუშინვე გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი გააანალიზეთ მშობლებთან ურთიერთობები, გადახედეთ ცხოვრების პირობებს და მიიღეთ შესაბამისი ზომები, გაარკვიეთ, რისკენ ისწრაფვით და, საერთოდ, რა გინდათ ცხოვრებისგან. კურო შეეცადეთ, დაალაგოთ ურთიერთობები ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, თანამშრომლებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, მოიყვანეთ...

დაწვრილებითDetails

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – რიკარდ იოზვიაკი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
“ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი”- რიკარდ იოზვიაკი
მთავარი

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის სტატიაშია ნათქვამი, სახელწოდებით, „ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრად საუბრობს - მაგრამ რბილად...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში “ელიაობას” Goofy Lnad-ის კონცერტი აღარ გაიმართება – შესყიდვა გაუქმებულია

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
წყალტუბოში „ელიაობის“ დღესასწაულზე Goofy Land-ს 27 000 ლარს გადაუხდიან
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2 აგვისტოს „ელიაობის“ დღესასწაულისთვის ჯგუფ Goofy Land-ის ჩამოსვლა იგეგმებოდა. ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც ჯგუფისთვის,  მომსახურებაში 27 000 ლარი უნდა...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ოკრიბასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ ჩხენისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც ცნობილია არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.  რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დაწვრილებითDetails

სად არის გიურზას გავრცელების არეალი-ჰერპეტოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

10-მდე გიურზა გვყავს დაჭერილი. გიურზას გავრცელების არეალებია: ლილოს და აფრიკის ტერიტორია, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ტაბახმელა, შინდისი. დედაქალაქში, გამოძახების 70% მოდის გველხოკერასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა რატი მამუკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ...

დაწვრილებითDetails

რეტროგრადული მერკური ამ 2 ზოდიაქოს ნიშანს ყოფილებთან დააახლოებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

მერკურის რეტროგრადული პერიოდი გვპირდება, რომ კვლავ შეგვახსენებს წარსული თავს. ტრადიციულად, ამ დროს ძველი ნაცნობები და დაუმთავრებელი ისტორიები ბრუნდება. განსაკუთრებით ეს ორი ზოდიაქოს ნიშანში ვლინდება: მერწყული მერწყულისთვის, როგორც მერკურის რეტროგრადული მოძრაობა,...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბოლო რეკომენდაციები ეკლესიის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როცა თავსმოხვეული არ იქნებოდა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ამის ფონზე ევროპელთა რეკომენდაციებში დიდ გაწბილებას...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველთათვის საჯარო კონკურსი ცხადდება

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები – ოთხი ოპოზიციური გაერთიანება
მთავარი

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ ზოდელავას განცხადებით, დღეიდან, სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველთათვის საჯარო კონკურსი ცხადდება. მისივე ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში განსაზღვრული პირობები და დოკუმენტები ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი იქნება. როგორც...

დაწვრილებითDetails

ვალუტას განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"