LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია”-ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებარე კომპანია განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2021/01/30-ში
41
ნახვა
გაზიარება

ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“ENKA საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ნამახვანჰესის სახით საქართველოში 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ახორციელებს. პროექტი საქართველოს ენერგეტიკული სექტორისთვის საკვანძო პროექტს წარმოადგენს.
კომპანიას, ქვემო ნამახვანი ჰესთან მიმართებაში, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დუკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე.აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით და სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს, ასევე “მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის” ნორმებსა და სტანდარტებთან.

კომპანია ENKA-მ პროექტის დაწყებისთანავე არაერთხელ ჩაატარა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი პოზიციის გათვალისწინების მიზნით. ასევე, მუდმივად გამოხატავდა მზაობას ნეგატიურად განწყობილ ჯგუფებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც სამწუხაროდ, მათივე რადიკალური პოზიციის გამო, არ შედგა. ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დაფიქსირდა გასული დღეების შეხვედრებისას, სადაც ნათლად გამოიკვეთა, რომ ყოველგვარი კითხვები და აპელირებები უცნობი ექსპერტების მოსაზრებებზე მხოლოდ და მხოლოდ პროექტის შეფერხებისა და გაჩერების საბაბს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, კომპანია კვლავ რჩება ერთგული თავისი პოზიციისა და განცხადებისა, რომ მზადაა ჩაერთოს ნებისმიერ კონსტრუქციულ დიალოგში და მოისმინოს ნებისმიერი შენიშვნა წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.

კომპანიის აღნიშნული მზაობის მიუხედავად, საკითხის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობის და გონივრული ვადით შეჩერების შემდეგაც კი, ENKA-მ დღემდე ვერ შეძლო საქმიანობოს განახლება. შედეგად, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე კვლავაც განთავსებულია მოწინააღმდეგეთა კარვები და სხვადასხვა აქტივისტები აქტიურად ცდილობენ კომპანიის დისკრედიტაციას და პროცესის განახლების ხელშეშლას.

კომპანიას, საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში აღებული აქვს პასუხისმგებლობა, როგორც პროექტის წარმატებით განხორციელებაზე, ასევე 1600 მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმებაზე და სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე. ინვესტორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს და დღემდე პირნათლად აქვს შესრულებული თითოეული მათგანი. სახელმწიფოს კი, თავისმხრივ ეკისრება პასუხისმგებლობა პროექტის დათქმულ ვადებში განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს ინვესტორის უფლებების დაცვა.

შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სათანადო უწყებებს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მიღებისთვის და მივესალმებით მათი მხრიდან დაკისრებული მოვალეობის შესრულების ფაქტს.

პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, რადგან ეს დაკავშირებულია სოლიდურ მატერიალურ ზიანთან, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვის რისკზე და სამომავლო იურიდიულ გართულებებზე“-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თეგები: ენკანამახვანჰესიჰესი
გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

სანიტარი რომელმაც შვილს მოკვლა სცადა დააკავეს

თებერვალი 24, 2026
409
მთავარი

 სანიტარი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, დააკავეს | ამ დროისთვის ქალი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ბრალის წარდგენის მოლოდინშია. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაძვირდა – საქსტატი

თებერვალი 24, 2026
224
ეკონომიკა

2025 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 21.6 პროცენტით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის კვლევაში. წინა კვარტალთან შედარებით კი, აღნიშნული ინდექსი...

დაწვრილებითDetails

არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა – რას ამბობს ექიმი ჩვილზე, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა

თებერვალი 24, 2026
386
მთავარი

ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა, ისევ რთულია | ამის შესახებ ექიმმა, "მედინას" კლინიკურმა დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ "მთავართან" საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ახალშობილს დამატებითი ოპერაციები ჩაუტარდა და...

დაწვრილებითDetails

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა

თებერვალი 24, 2026
9
მთავარი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის...

დაწვრილებითDetails

იანვარში ჯარიმა/საურავებიდან ბიუჯეტში 40.5 მილიონი ლარი შევიდა

თებერვალი 24, 2026
19
ეკონომიკა

2026 წლის იანვარში, ჯარიმებიდან/სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად თითქმის 19 მლნ ლარით, მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 11 მლნ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების...

დაწვრილებითDetails

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარა

თებერვალი 24, 2026
198
მთავარი

საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციას მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, რომლის ფარგლებშიც 12 500 საწარმო გამოიკითხა. მისივე თქმით, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო,...

დაწვრილებითDetails

ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს, ვეცდებით, ეს ქვეყანა ჩვენს უსაფრთხოებას მივამაგროთ – საფრანგეთის ელჩი

თებერვალი 24, 2026
12
მთავარი

უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება - მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში. თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, საქართველომ ყველაზე უკეთ იცის რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისის ფასი, - ამის შესახებ საქართველოში...

დაწვრილებითDetails

დიდმა ბრიტანეთმა „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

თებერვალი 24, 2026
38
მთავარი

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტზე საკანონმდებლო წინადადებაც და მტკიცებულებების პაკეტიც – პეტერ ფიშერი

თებერვალი 24, 2026
17
მთავარი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი. როგორც ელჩმა, უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 3 ადამიანი დაჭრეს

თებერვალი 24, 2026
616
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».