LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრობლემები, რომლებიც შშმ პირებს ქუთაისის სასამართლოებში ხვდებათ – რა რეკომენდაციებს იძლევა ევროპის საბჭო

პრობლემები, რომლებიც შშმ პირებს ქუთაისის სასამართლოებში ხვდებათ – რა რეკომენდაციებს იძლევა ევროპის საბჭო

დაპოსტა 2019/10/09-ში
A A
287
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის საქალაქო სასამართლო –  შენობა ნაწილობრივ შეღწევადი და ნაწილობრივ მისაწვდომი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო – შენობა შეუღწეველი და ნაწილობრივ მისაწვდომია.

ასეთია ევროპის საბჭოს კვლევის შეფასება, რომელიც დღეს გახდა ცნობილი.

„სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ – კვლევაში აღნიშნული  რომ  ქუთაისის სასამართლო შენობებს არ უკავშირდება მისაწვდომი მუნიციპალური ტრანსპორტი. არ გააჩნია ორგანიზებული ეზო და პარკინგი, რომლებიც შშმ პირებს მისცემს შენობამდე უსაფრთხოდ და შეუფერხებელად გადაადგილების საშუალებას. ქუთაისის სასამართლოს შენობებში  გამოწვევაა  პანდუსები, ასევე, შიდა და გარე კიბეები, ძირითადად, რომლებიც არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის დამტკიცებულ სტანდარტს.

უფრო დეტალურად კვლევაში ვკითხულობთ:

“ქუთაისის საქალაქო სასამართლო

შენობის ადგილმდებარეობა და მუნიციპალური ტრანსპორტი
სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე არ არსებობს მუნიციპალური
ტრანსპორტისთვის განკუთვნილი მისაწვდომი გაჩერება მოსაცდელით. ქალაქს
არ ემსახურება ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი. გაჩერებიდან
სასამართლომდე გზა მიუწვდომელია სხვადასხვა სახის დაბრკოლებების არსებობის
გამო. გზა არ არის მისაწვდომი უსინათლო მოქალაქისთვის, დამოუკიდებლად
გადაადგილება საფრთხის შემცველია. მოქალაქეს უწევს ქუჩის გადაკვეთა
ყოველგვარი მონიშვნის ან/და შუქნიშნის გარეშე. შესაბამისად შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე მოქალაქე მხოლოდ საკუთარი ტრანსპორტით ან ტაქსით
შეიძლება მივიდეს სასამართლო შენობასთან.

რეკომენდაცია
– რეკომენდებულია სასამართლოსთან ახლოს მოეწყოს მისაწვდომი
გაჩერება, მოსაცდელით და გაჩერებიდან სასამართლომდე გზა და ბილიკები
ადაპტირდეს ყველა შშმ პირისთვის;
– რეკომენდებულია ქალაქს ემსახურებოდეს ადაპტირებული საზოგადოებრივი
ტრანსპორტი.

სასამართლოს პარკინგი და ეზო
სასამართლოს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, არსებითი ბარიერების გარეშე,
თუმცა დიდი სივრცის პირობებში მანევრირების საშუალება არ აქვს უსინათლო
და მცირემხედველ მოქალაქეს, რაც საფრთხის შემცველია. მოქალაქეთა
ავტომობილების გაჩერებისთვის განკუთვნილია ეზოს გარეთ გზის განაპირას
არაორგანიზებული პარკინგი შშმ პირისთვის სპეციალური მონიშვნის გარეშე.
თანამშრომლებს აქვთ განცალკევებით პარკინგი სასამართლოს ეზოში, სადაც
ასევე არ არსებობს სპეციალური მონიშვნა შშმ პირისთვის. შშმ პირისთვის არსებობს
სპეციალური შესასვლელი შენობის მეორე მხარეს, სადაც მხოლოდ საკუთარი
ავტომობილით შეიძლება მისვლა, ციცაბო აღმართის გამო.

რეკომენდაცია:
– რეკომენდებულია ქალაქის ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტის
ერთ-ერთი გაჩერება მოეწყოს სასამართლოს ადაპტირებული
შესასვლელთან უახლოს ადგილას; იმავე ადგილას მოეწყოს შშმ მოქალაქის
და თანამშრომლისთვის განკუთვნილი სპეციალური პარკინგის ადგილები.
შენობის მთავარ შესასვლელთან გაკეთდეს ადაპტირებული გზის შესახებ
მიმნიშნებელი აღნიშვნა;
– რეკომენდებულია, სასამართლოს ეზოს ადაპტირება უსინათლო და
მცირემხედველი მოქალაქისთვის.

შენობაში შესასვლელი/შიდა სივრცე
სასამართლო არის 6 სართულიანი. შენობაში შესვლა შესაძლებელია ცენტრალური
კიბით და პატიმართა ბადრაგირებისთვის განკუთვნილი შესასვლელიდან (შენობის
უკანა მხარეს) იქვე არსებული არასტანდარტული და დამოუკიდებლად გამოუყენებელი
პანდუსით. პანდუსამდე მისასვლელი გზის საფარი დაზიანებულია. სასამართლოს
ძირითადი შესასვლელი კიბე არის მრავალდონიანი და არასტანდარტული,
რომელიც სახიფათოა უსინათლო მომხმარებლისთვის. ცენტრალური და დამატებითი
შესასვლელი კარი არასტანდარტულია ავტომატური გაღების ფუნქციის არ ქონის
გამო. ცენტრალური კარი შემინული და არამარკირებულია. შენობის შიდა სივრცე
საკმარისია, იატაკი არასტანდარტულია მოცურების რისკით, არ ირეკლავს შუქს, არ
არის ტაქტილური მონიშვნები, რაც საფრთხეს ქმნის უსინათლო მოქალაქისთვის
განსაკუთრებით ჰოლში არსებულია მრავალი ბარიერის გამო. საინფორმაციო
დაფები გამოუყენებელია უსინათლო/მცირემხედველი მომხმარებლისთვის.
თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დანერგილია პოზიტიური პრაქტიკა,
მანდატური როგორც წესი აცხადებს ყველა პროცესს და მიუთითებს სხდომის
დარბაზს, რაც ელექტრონული ტაბლოს ერთგვარ ნაწილობრივ მისაწვდომობად
შეიძლება ჩაითვალოს უსინათლო და მცირემხედველი მომხმარებლისთვის.
ფუნქციური დანიშნულების ობიექტებთან საინფორმაციო აბრები განთავსებულია
არასტანდარტულ სიმაღლეზე და მიუწვდომელია. საკომუნიკაციო საშუალება
(ტელეფონი), კანცელარიის დახლი მიუწვდომელია ყველა შშმ პირისთვის.
სასამართლოში გამოყენებული ავეჯი არასტანდარტულია. სასამართლოში არ არის
ადაპტირებული საპირფარეშო.

რეკომენდაცია
– რეკომენდებულია სასამართლოს გააჩნდეს მისაწვდომი შესასვლელი.
შესაბამისად საჭიროა კიბის, კარის ადაპტირება, პანდუსის სტანდარტებთან
მისადაგება;
– რეკომენდებულია სასამართლოს შესასვლელთან, სადაც პანდუსია
განთავსებული ეზოს გზის საფარის შეკეთება;
– რეკომენდებულია სასამართლოს შენობის შიდა სივრცის ადაპტირება
უსინათლო მომხმარებლისთვის;
– რეკომენდებულია სასამართლოს შენობაში საინფორმაციო დაფების/
აბრების/საკომუნიკაციო საშუალებების, დახლების მისაწვდომობის
უზრუნველყოფა;
– რეკომენდებულია სასამართლოში ადაპტირებული საპირფარეშოების
მოწყობა.

მართლმსაჯულების პროცესი
სასამართლოში 7 სხდომის დარბაზია, განთავსებულია სხვადასხვა სართულებზე.
თუმცა ამათგან მხოლოდ ერთის (#1, პირველ სართულზე) გამოყენება არის
შესაძლებელი შშმ პირის (ეტლით მოსარგებლის) მონაწილეობით. ნულ
სართულზე არსებული 2 დამატებითი დარბაზი არასტანდარტული კიბით არის
დაკავშირებული პირველი სართულის ჰოლთან, შესაბამისად მისი გამოყენება
შეუძლებელია. დანარჩენი 4 სხდომის დარბაზი განლაგებულია მეორე-მეხუთე
სართულებზე. შენობაში არ არის ლიფტი. პირველ სართულზე არსებული სხდომის
დარბაზი შეღწევადია და შშმ პირი, როგორც მხარე (ადვოკატის ჩათვლით) საქმის
წარმოების დროს არ აწყდება არსებით ბარიერს. ავეჯი არასტანდარტული მაგრამ
გამოყენებადია. სხდომის დარბაზი გამოუყენებელია შშმ პირისთვის მოსამართლის
როლში. ძირითად ბარიერს ქმნის კიბე, რომელიც მოსამართლის კაბინეტს
აკავშირებს სხდომის დარბაზთან. მოწმე/ექსპერტისთვის განკუთვნილი ტრიბუნა
მაღალია, რაც ქმნის ხილვადობის ბარიერს ეტლის მომხმარებელი პირისთვის და
მოსამართლისთვის. ბრალდებულისთვის განკუთვნილი საკნები განთავსებულია
ნულ სართულზე და დაკავშირებულია არასტანდარტული კიბით. საპირფარეშო
მიუწვდომელია ყველა შშმ პირისთვის.
სასამართლოში განიხილება საქმეები ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. სხდომის
დარბაზი განთავსებულია პირველ სართულზე სადაც შეღწევა შესაძლებელია კიბის
საშუალებით. სხდომის დარბაზში არსებული სივრცე დამაკმაყოფილებელია თუმცა
მიუწვდომელია ნაფიცი მსაჯულების შემოსასვლელი და მათი განთავსების ადგილი,
ისევე როგორც მოსამართლისა და საფიცი მსაჯულების სათათბირო ოთახი,
საპირფარეშო და სამზარეულო.

რეკომენდაცია
– რეკომენდებულია, შშმ მოსამართლის არსებობის შემთხვევაში, მოდიფიცირდეს სამუშაო ადგილი;
– რეკომენდებულია ნულ სართულზე არსებული 2 სხდომის დარბაზი (ნაფიცი
მსაჯულების მონაწილეობით განკუთვნილი დარბაზის ჩათვლით) გახდეს
მისაწვდომი (ადაპტირდეს ნული სართულის კიბე, დარბაზის კართან
მისასვლელი კიბე, ნაფიცი მსაჯულებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო,
სხდომის დარბაზების შიდა ინფრასტრუქტურა და სხვა);
– რეკომენდებულია მოხდეს ბრალდებულისთვის განკუთვნილი კაბინების,
საკნების და საპირფარეშოს ადაპტირება.

პოზიტიური პრაქტიკა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დანერგილია პოზიტიური პრაქტიკა, მანდატური
აცხადებს პროცესებს და მიუთითებს სხდომის დარბაზს, რაც ელექტრონული
ტაბლოს ერთგვარ ნაწილობრივ მისაწვდომობად შეიძლება ჩაითვალოს უსინათლო
და მცირემხედველი მომხმარებლისთვის.

სტატუსი – შენობა ნაწილობრივ შეღწევადი და ნაწილობრივ მისაწვდომი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

შენობის ადგილმდებარეობა და მუნიციპალური ტრანსპორტი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობა არის სამსართულიანი. ქალაქში არ
არის მუნიციპალური ადაპტირებული ტრანსპორტი. ასევე, სასამართლოს სიახლოვეს
არ არის მოწყობილი გაჩერება, რომელიც მისაწვდომი იქნება შშმ პირებისთვის.

რეკომენდაცია
– მოხდეს ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტის უზრუნველყოფა;
– სასამართლოსთან მაქსიმალურად ახლოს მოეწყოს მუნიციპალური
ტრანსპორტის გაჩერება შესაბამისი ადაპტირებული მოსაცდელით;
– ადაპტირებული გაჩერებიდან სასამართლომდე მისასვლელი გზა მოეწყოს
იმდაგვარად, რომ ის მისაწვდომი იყოს ყველა შშმ პირისთვის;

სასამართლოს პარკინგი და ეზო
სასამართლოს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, რომელიც შემოსაზღვრულია ღობით.
ეზოში განთავსებულია სკამები, რომლებიც არ შეესაბამება სტანდარტებს. ასევე,
გვხვდება ფანტანი, რომლითაც ვერ ისარგებლებს ეტლით მოსარგებლე. ეზოში
არ გვხვდება არსებითი ბარიერი, თუმცა არ არის ტაქტილური ბილიკები. ძირითად
შემოსასვლელთან არის დიდი კიბე, შესაბამისად შშმ პირი შემოდის გვერდითა
კარებიდან ეტლით ან მანქანით. პარკინგი არის შენობის გარეთ ცენტრალურ
შესასვლელთან და ეზოშიც, თუმცა არაორგანიზებულია, არ არის გამოყოფილი
ადგილი შშმ პირებისთვის.

რეკომენდაცია
– მოეწყოს ორგანიზებული შიდა და გარე პარკინგი მოქალაქეებისთვის და
თანამშრომლებისთვის, მათ შორის გამოიყოს სტანდარტების შესაბამისი
ადგილი შშმ პირებისთვის;
– ცენტრალურ შესასვლელთან განთავსდეს მიმანიშნებელი ინფორმაცია
მისაწვდომ შესასვლელთან დაკავშირებით;
– გამოიყოს სასამართლოს შენობამდე და ორგანიზებულ პარკირებიდან
შენობამდე მისასვლელი ბილიკები, რომლებიც მისაწვდომი იქნება ყველა
შშმ პირისთვის;
– ეზოში განთავსებული სკამები და ფანტანი მისაწვდომი გახდეს შშმ
პირებისთვის;
– ეზო მისაწვდომი გახდეს უსინათლო/მცირემხედველი პირებისთვის
ტაქტილური ბილიკების მოწყობის გზით.

შენობაში შესასვლელი/შიდა სივრცე
სასამართლოში შშმ პირის შესვლის მიზნით არის ორი პანდუსი. პირველი პანდუსი
გვხვდება გვერდითა შესასვლელში, სადაც არის ერთი საფეხური. აღნიშნულ
საფეხურთან დამონტაჟებული პანდუსი არ არის სტანდარტის შესაბამისი. კარები
შეღწევადია, თუმცა, როგორც კი შევა კარებიდან, ვეღარ შეძლებს დამოუკიდებლად
გადაადგილებას. შესაბამისად ეს პანდუსი გამოუყენებელია. მეორე პანდუსი
მოწყობილია მეორე გვერდითა შესასვლელთან, რომელიც ასევე არ შეესაბამება
სტანდარტს, არა აქვს მოაჯირი. თუმცა, სივრცე იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს
მისი სტანდარტებთან მისადაგება. აღნიშნულ პანდუსთან გვხვდება ერთფრთიანი
რკინის კარები, რომელიც არის ვიწრო და მხოლოდ ყველაზე პატარა ეტლი შეძლებს
შესვლას. აღნიშნული შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს არის სხდომათა დარბაზი,
რომელიც გამოიყენება შშმ პირის მონაწილეობისთვის
ცენტრალურ შემოსასვლელთან არის პატარა ზღურბლი, რომელიც საჭიროებს
ადაპტირებას. კარები არის სტანდარტის შესაბამისი. კარებთან არსებული ავეჯის
გადაადგილების შემთხვევაში, კარების ორივე მხარეს იქნება საკმარისი სივრცე
მანევრირებისათვის. ჰოლში შშმ პირი ვერ მოხვდება რადგან ცენტრალური
შესასვლელი არ არის მისაწვდომი, ხოლო გვერდითა შესასვლელი რომელიც
პანდუსით არის აღჭურვილი, ჰოლს უკავშირდება კიბით. ჰოლში არის საკმარისი
სივრცე მანევრირებისათვის და გვხვდება კონტრასტული ფერები, რაც მცირემხედველ
პირს გაუადვილებს გადაადგილებას. ჰოლში გამოყენებულია უსაფრთხოების არკა,
რომელიც ძალიან ვიწროა. ეს უნდა გაფართოვდეს ან სხვა შესასვლელი გაკეთდეს
და ხელის დეტექტორით შემოწმდნენ შშმ პირები. ჰოლში არის ელექტრო დაფა,
რომელიც მიუწვდომელია უსინათლო მომხმარებლისთვის . შენობაში უსინათლო/
მცირემხედველი პირების დამოუკიდებელი გადაადგილების მიზნით არ არის
ტაქტილური ბილიკები მოწყობილი. სტანდარტების დარღვევით არის მოწყობილი
საკანცელარიო დახლი, მოქალაქეებისთვის გამოყოფილი მაგიდა და ტელეფონი.
ჰოლში განთავსებული სკამები გამოყენებადია შშმ პირების მიერ. მისაწვდომად არ
არის განთავსებული დარბაზებისა და ოთახების აღმნიშვნელი აბრები. ჰოლიდან
არის ასასვლელი მეორე და მესამე სართულზე დიდი კიბით. კიბე არის ორმხრივი
მოაჯირით და გამოყენებადია, თუმცა არ არის სტანდარტების შესაბამისი სრულად,
არ არის კონტრასტული ფერებით გამოყოფილი. სასამართლოში არის კაფეტერია
რომელიც დამატებითი შენობის სახით განთავსებულია სასამართლოს ეზოში,
თუმცა მიუწვდომელია, რადგანა მეორე სართულზეა და დაკავშირებულია კიბით.
სასამართლოს აქვს სპორტდარბაზი და კალათბურთის მოედანი ღია სივრცეში
რაც პროფესიული გადაწვის პრევენციას მნიშვნელოვანი ემსახურება, თუმცა
აუცილებელია მათი კეთილმოწყობა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა შშმ
დასაქმებული პირისთვის. სასამართლოს შენობაში არის საქმის გაცნობის ოთახი,
რომელიც არ არის მისაწვდომი შშმ პირებისთვის.
მოქალაქეებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო არის ეზოში, არ აკმაყოფილებს
არცერთ სტანდარტს და სრულიად გამოუყენებელია შშმ პირის მიერ. უშუალოდ
შენობის პირველ სართულზე არის თანამშრომლების საპირფარეშო, რომელიც
არ არის ასევე მისაწვდომი, კარები არის ვიწრო, შიგნით გვხვდება ორი კაბინა,
რომელიც შეიძლება გაერთიანდეს და მოეწყოს ერთი მისაწვდომი სველი წერტილი.

რეკომენდაცია
– მოხდეს სასამართლოს ძირითადი შესასვლელის ადაპტირება (ზღურბლი,
ავეჯის გადაადგილების საშუალებით შიდა სივრცის გაფართოება ეტლის
მანევრირებისათვის) მისი დამოუკიდებელი გამოყენების მიზნით;
– უსაფრთხოების შესამოწმებლად მოეწყოს ალტერნატიული შესასვლელი შშმ
პირებისთვის;
– ელექტრო დაფაზე განთავსებული ინფორმაცია მისაწვდომი გახდეს ყრუ,
უსინათლო/მცირემხედველი პირებისთვის;
– სასამართლოს შენობაში მოეწყოს ერთი მისაწვდომი საპირფარეშო;
– უზრუნველყოფილი იყოს კაფეტერიის სრულად მისაწვდომობა;
– მოხდეს კანცელარიის დახლის, მოქალაქეებისთვის გამოყოფილი მაგიდის,
აბრების და შეხვედრების ოთახის მისაწვდომობის უზრუნველყოფა;
– მეორე და მესამე სართულები მისაწვდომი გახდეს შშმ პირებისათვის,
რისთვისაც საჭიროება სართულების დამაკავშირებელი კიბის ადაპტირება.
– რეკომენდებულია მისაწვდომი გახდეს სპორტდარბაზი და კალათბურთის
მოედანი შშმ თანამშრომლებისთვის.

მართლმსაჯულების პროცესი
სასამართლოში არის სულ 7 სხდომის დარბაზი. მონიტორინგის ფარგლებში
დეტალურად შემოწმდა პირველ სართულზე მდებარე ერთი სხდომის დარბაზი
(№2 სხდომათა დარბაზი), რადგან სხვა სართულებზე დღეისათვის სრულად
შეუძლებელია შშმ პირების ასვლა. დარბაზი არის ძალიან დიდი, არ არის
ბარიერები მხარეებისთვის, არც მედიისთვის, არც დამსწრისთვის. თუმცა, არ
არის ტაქტილური ბილიკები. დარბაზში არსებული ბარიერებიდან უნდა გამოიყოს
ხის გადაბმული სკამები დამსწრეებისთვის და მოწმის ტრიბუნის სიმაღლე.
მოსამართლეების შემთხვევაში უფრო მეტი დაბრკოლებებია. იქედან გამომდინარე,
რომ მოსამართლის ოთახები მეორე ან/და მესამე სართულზეა განთავსებული,
პირველ სართულზე ჩამოსვლას შშმ მოსამართლე ვერ შეძლებს დღეს არსებული
ვითარებით. დაბრკოლებას წარმოადგენს ასევე დარბაზში შემოსასვლელი კარების
ზღურბლი. ყველა შიდა კარები აღნიშნულ სასამართლოში სტანდარტულად არის
73-85 სანტიმეტრი, რომელიც მხოლოდ მცირე ეტლისთვის არის შეღწევადი. მეორე
სართულზე მოწყობილი ახალ სხდომათა დარბაზები, რომლებიც სივრცისა და ავეჯის
თვალსაზრისით სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებულია რაც დადებით
პრაქტიკად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა შშმ პირისთვის სრულიად მიუწვდომელია.
განსაკუთებით აღსანიშნავია, ექსკლუზიურად, სტანდარტების შესაბამისი მოწმის/
ექსპერტის ტრიბუნა მოწმის ტრიბუნა სრულიად მისაწვდომია შშმ პირისთვის და
პოზიტიურ პრაქტიკად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, მხარეებისა და დამსწრეების სივრცე
ერთმანეთისგან გამოყოფილია შუშით, რომელზეც არ არის აღნიშნული მარკირებები
და პრობლემური იქნება მცირემხედველი და უსინათლო პირების შემთხვევაში.
აღნიშნულ დარბაზშიც მოსამართლეების შემთხვევაში პრობლემურია ვიწრო კარები
და დარბაზში შესასვლელი კარების ზღურბლი.
ბრალდებულებისთვის გამოყოფილი საკნები არ შეესაბამება სრულად
სტანდარტებს. შესასვლელი არ წარმოადგენს ბარიერს, შიდა სივრცე საკმარისია,
კარები შეღწევადია, მაგრამ სრულად არ შეესაბამება სტანდარტს. საპირფარეშოს
გამოყენებას ვერ შეძლებს შშმ პირი, არის ჩეჩმა და მისასვლელად უნდა გაიაროს
კიბე. თუმცა, შიდა სივრცე იძლევა საშუალებას, მოხდეს მისაწვდომი საპირფარეშოს
მოწყობა.
მოსამართლეების კაბინეტები მეორე და მესამე სართულებზეა. შშ მოსამართლის
შემთხვევაში აუცილებელია მოდიფიცირდეს სამუშაო გარემო, კერძოდ პირველი
და მეორე სართულის ერთმანეთთან დაკავშირება ადაპტირება და მისაწვდომი
საპირფარეშოს მოწყობა მოსამართლეებისთვის. თუ კიბე ადაპტირდება, ცოტა
იქნება გასაკეთებელი და მხოლოდ საპირფარეშოს მოდიფიკაცია იქნება საჭირო.
სხვა შემთხვევაში პირველ სართულზე უნდა გადაიტანონ ოფისი და იქაც ადაპტირდეს
საპირფარეშო.

რეკომენდაცია
– მეორე სართულზე განთავსებული დარბაზის გარდა დადაბლდეს მოწმე/
ექსპერტის ტრიბუნა;
– სხდომათა დარბაზი მისაწვდომი გახდეს უსინათლო/მცირედმხედველი
პირებისათვის;
– სხდომათა დარბაზში ავეჯი ისე განლაგდეს, რომ მისაწვდომი გახდეს შშმ
პირებისთვის;
– მეორე სართულზე არსებული ახალი დარბაზის შემთხვევაში მხარეებისა და
დამსწრეების შუაში არსებული შუშა გამოიყოს შესაბამისი მარკირებით;
– დარბაზის შესასვლელში განთავსებული რუკები დამონტაჟდეს კარებზე
სტანდარტის შესაბამისი სიმაღლით და გახდეს ტაქტილური;
– შშმ მოსამართლის ან/და თანაშემწის არსებობის შემთხვევაში,
მოდიფიცირდეს სამუშაო გარემო მისი საჭიროებების მიხედვით;
– მოხდეს ბრალდებულის საპირფარეშოსა და საპირფარეშომდე არსებული
კიბის ადაპტირება.

პოზიტიური პრაქტიკა
აღნიშნულ სასამართლოში დარბაზების შესასვლელთან გამოკრულია ოთახის რუკა.
მართალია, არასტანდარტულ სიმაღლეზეა არის განთავსებული, მაგრამ თავისთავად
მიდგომა არის საინტერესო შშმ პირების მიერ დარბაზის განლაგების შესწავლის
მიზნით. თუ აღნიშნული რუკა სტანდარტის დაცვით გაიკვრება და იქნება ასევე
ტაქტილური, ის დარბაზს უფრო მისაწვდომს გახდის უსინათლო და მცირემხედველი
პირებისათვის. ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არის ერთადერთი
სასამართლო, რომელიც მეორე სართულზე არსებულ სხდომის დარბაზში
გამოიყენებს სრულიად მისაწვდომ და სტანდარტებთან მისადაგებული სიმაღლის
ტრიბუნას, რაც დადებითი პრაქტიკაა და სასურველია სხვა სასამართლოებმაც
გაიზიარონ.

სტატუსი – შენობა შეუღწეველი და ნაწილობრივ მისაწვდომია.”

 

ევროპის საბჭოს ინფორმაციით, ამ მხრივ კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

თეგები: დარღვევაევროპის საბჭოკვლევაპანდუსისააპელაციო სასამართლოსასამართლოსაქალაქო სასამართლოტრანსპორტიქუთაისიშშმ
გაზიარება136

დაკავშირებული -პოსტები

თავდასხმა ბელგიაში, დაკავებული ამბობს რომ საქართველოდან დევნილია

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
თავდასხმა ბელგიაში, დაკავებული ამბობს რომ საქართველოდან დევნილია
მთავარი

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში 76 წლის მამაკაცი დანით მოკლეს, დაკავებული ამბობს, რომ საქართველოდან დევნილია. ამის შესახებ ინფორმაციას Gazet van Antwerpen-ი ავრცელებს.   არსებული ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა სახელად სიმონი, ანტერპერნის ლინკერუვერის...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცმა ცოლი დაჭრა შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორ­ში, სო­ცი­ა­ლურ სა­ცხოვ­რის­ში, 24 წლის კაც­მა, ასე­ვე 24 წლის ცოლს ყური მო­აჭ­რა, თა­ვად კი ყელი გა­მო­იჭ­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს. ცოლ-ქმა­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ექი­მებ­მა მათი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს, ამ ეტაპ­ზე მათ...

დაწვრილებითDetails

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა
მთავარი

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა. ბიუროს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ წარუდგინეს. ლაშა მოძღვრიშვილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება...

დაწვრილებითDetails

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სტიკერის გაკვრის ფაქტზე მზია ამაღლობელს 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მზია ამაღლობელი 2 000 ლარით დააჯარიმეს
მთავარი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, სახდელის ზომად კი, ჯარიმა, 1 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. სასამართლო პროცესზე შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მარიანა ფომაევამ გამოაცხადა. მოსამართლის მიერ...

დაწვრილებითDetails

“ბრიტანეთის საელჩოს საქციელი ჰგავს ბავშვის საქციელს”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

დღეს მე ვნახე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში, რომ ისინი არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ აფინანსებენ პროპაგანდას და ექსტრემიზმს, მათი ეს საქციელი უკვე ჰგავს იმ ბავშვის საქციელს, რომელიც რაღაც მოპარულ ნივთს მუჭში დამალავს და...

დაწვრილებითDetails

“რასა იუკნევიჩიანეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ჩვენ ვხედავთ, რომ რასა იუკნევიჩიანეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ. ადამიანს აქვს ორგანული მიუღებლობა ქართველი ხალხის მიმართ, მას აქვს თავისი პირადი დამოკიდებულება და ისტორია სტალინთან დაკავშირებით და გადაგვაყოლა მის ზიზღს სტალინთან, გადაგვაყოლა მთელი...

დაწვრილებითDetails

მუსიკოსი დადა დადიანი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მუსიკოსი დადა დადიანი გარდაიცვალა
მთავარი

მუსიკოსი დადა დადიანი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. დადა დადიანმა შემოქმედებითი კარიერა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი სხვადასხვა დროს ჯგუფი "ტაქსის", Children's Medicine-ის და Georgian Dance Empire-ის ფრონტმენი იყო.

დაწვრილებითDetails

ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ისრაელ-ირანის კონფლიქტს ეხმიანება და ირანელ გულშემატკივარს მიმართავს: „ძვირფასო მეგობრებო, ამ რთულ და მტკივნეულ დღეებში, გულწრფელად მინდა, რომ თქვენს გვერდით ვიყო. ირანში რვა მნიშვნელოვანი წელი გავატარე და...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7283 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხდა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) მერვედფინალში დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა. 24 წლის ქართველმა მერვედფინალური დაპირისპირება ესპანეთის სახელით გამომსვლელ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ (90 კგ-ში)...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"