„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას გმობს, – განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.
„IPI მკაცრად გმობს „ფორმულას“ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას. ეს აშკარა მოქმედებაა „ფორმულას“ წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დარჩენილ რამდენიმე კრიტიკულ ხმას შორის ერთ-ერთია. მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოვითხოვთ“, – წერს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ X-ზე.
„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილს, გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ამავე მიზეზით, 6 დღიანჯ პატიმრობა მიესაჯა ტელეწამყვან ვახო სანაიას.










