LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის დავალებით საკარანტინე ზონებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია მოაწყობს

დაპოსტა 2020/03/19-ში
A A
74
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა და მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევა ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესი, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენთვის საამაყოა, ჩვენი შესაძლებლობები მივმართოთ სავალდებულო საკარანტინო ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მგზავრების აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსპორტირების მიზნით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 24 საათის განმავლობაში მობილიზებული ჰყავს კომფორტული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით ახორციელებენ მგზავრების გადაყვანას საკარანტინო ზონამდე.

„ამ სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ვალდებულები ვართ მგზავრები ერთი მეტრის რადიუსის დაშორებით ე.წ. ჭადრაკული წყობით განვათავსოთ. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს სასტუმრომდე გარკვეული მანძილის გავლა უწევთ, ავტობუსებში ე.წ. „ლანჩბოქსებს“ ვახვედრებთ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებში განთავსება კომპლექსურია პროცესია – ადმინისტრაცია ქირაობს სასტუმროებს, უზრუნველყოფს სასტუმროში განთავსებული მოქალაქეების სამჯერად კვებას.

„ყველაფრის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 22 სასტუმრო ვიქირავეთ. ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის პოლიციის რეკომენდაციით, სასტუმროებში ინსპექტირებას ვატარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მუშაობის რეჟიმში გადასვლა“, -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ საკარანტინო სივრცეში მყოფმა მოქალაქეებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და კარგად იგრძნონ, ვინაიდან მათ 14 დღის განმავლობაში უწევთ კარანტინში, ერთ ოთახში ყოფნა.
„თუმცა, სიხარულით და სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ყოველდღიურად გვაქვს ძალიან ბევრი და კარგი უკუკავშირი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აფასებენ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე მომზადებულია დამატებითი საკარანტინო სივრცეები, რომ როგორც სახელმწიფოს, ასევე მოსახლეობის მხრიდან მოხდეს კორონავირუსის სწრაფი გავრცელების პრევენცია.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივ კავშირზეა კერძო სექტორთან.
„წლების განმავლობაში, კერძო სექტორთან ერთად, არაერთი გამოწვევა ვნახეთ და გადავლახეთ. ახლაც, მთავრობის სწორი, სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებებით, ჩვენ ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

თეგები: კარანტინიტურიზმი
გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

ხანძარი სპორტის სასახლესთან ლიკვიდირებულია

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
თბილისში, სპორტის სასახლესთან ხანძარია
მთავარი

თბილისში, სპორტის სასხლის მიმდებარედ , "აგროჰაბის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.   საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით , დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.   ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა თბილისში, ხანძრის ადგილას

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
რა ვითარებაა თბილისში, ხანძრის ადგილას
მთავარი

თბილისში, საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან მდებარე „აგროჰაბში“ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით  ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. სავარაუდოდ, ცეცხლი საწყობიდან გავრცელდა.

დაწვრილებითDetails

სასწრაფო დახმარების ექიმებმა მოქალაქე გადაარჩინეს

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
სასწრაფო დახმარების ექიმებმა მოქალაქე გადაარჩინეს
მთავარი

თბილისის სასწრაფო დახმარების მე-8 ფილიალის ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გამოძახების ლოზუნგი-უგონო. პარამედიკოს დავით ჩხარტიშვილის გადმოცემით, პაციენტი, ხანდაზმული ქალბატონი იყო უგონო, არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა. ბრიგადის წევრების მიერ...

დაწვრილებითDetails

თბილისში, სპორტის სასახლესთან ხანძარია

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
თბილისში, სპორტის სასახლესთან ხანძარია
მთავარი

თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარედ ხანძარია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. დამატებითი დეტალები ჯსრ-ჯერობით უცნობია.

დაწვრილებითDetails

“ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში მერობის კანდიდატის, დავით ერემეიშვილის ბანერი განათავსა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
“ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში მერობის კანდიდატის, დავით ერემეიშვილის ბანერი განათავსა
მთავარი

"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში მერობის კანდიდატის, დავით ერემეიშვილის ბანერი განათავსა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მერობის კანდიდატებს რეგიონეში, ოფიციალურად, მომავალ კვირას წარადგენენ. დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის მოვალეობას ასრულებს. ის ამ თანამდებობას მას...

დაწვრილებითDetails

თელავივი-ბათუმის რეისი ბათუმის აეროპორტში სამი მცდელობის შემდეგ დაჯდა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
თელავივი-ბათუმის რეისი ბათუმის აეროპორტში სამი მცდელობის შემდეგ დაჯდა
მთავარი

ბათუმის აეროპორტში დღეს, 10 აგვისტოს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, ორი მცდელობის მიუხედავად ვერ დაჯდა. თვითმფრინავი ამ წუთებში ზღვის თავზე მანევრირებს. მიზეზი სავარაუდოდ უამინდობაა. „ბათუმელები“ ინფორმაციას ბათუმის აეროპორტისგან ელოდება. თვითმფრინავი...

დაწვრილებითDetails

8 ულამაზესი წელია ერთად ვიზრდებით – გარდაიცვალა პატარა იოანე

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
8 ულამაზესი წელია ერთად ვიზრდებით – გარდაიცვალა პატარა იოანე
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ,,ეს უტკბილესი ბიჭი აღარ არისო.... იო, ძვირფასო, აკი ვიმეგობროთო?!.... გუშინწინ ასეთი მხიარული და საოცარი იყავი...ერთად ვხალისობდით ყველგან შენი სავარძლით დადიხარ მეთქი?!... არ ვიცი ამ დროს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს....

დაწვრილებითDetails

შტორმი,სეტყვა, ქარი – გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
ხვალიდან ამინდი გაუარესდება
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:   11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება 10 აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ვერძი – დღე წარმატებული იქნება. შეძლებ დაგეგმილი საქმეების დასრულებას და მცირე წარმატებებმა განწყობა კიდევ უფრო გაგიუმჯობესებს. საღამოს დასვენებასა და ენერგიის აღდგენას დრო დაუთმე.   კურო – სტაბილურობა და გამჭრიახი ნაბიჯები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"