“მთავარი არხის” ინფორმაციით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებთან ხვალ, 21 ივლისს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის ამ წუთებში გახდა ცნობილი. რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია.
რაც შეხება ევროპარლამენტარების დელეგაციას, მათ ოფიციალური შეხვედრები უკვე დაასრულეს, რის შემდეგაც ისინი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შეხვდნენ.