„პრეზიდენტმა მაკრონმა უკრაინელ კოლეგას ზელენსკის დაუდასტურა, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განიხილება ევროსაბჭოს სამიტზე ივნისში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ემანუელ მაკრონმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო დახმარების თვალსაზრისით. საფრანგეთი ახლა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
28 თებერვალს, რუსული აგრესიის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ, უკრაინამ ოფიციალურად მიმართა ბრიუსელს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი, მიუხედავად გარემოებებისა, შეძლებს სწრაფად დაიწყოს პროცედურა.