უკრაინას ამჯერად ლეგენდარული არტისტი, პოლ მაკკარტნი უჭერს მხარს, მან „ფეისბუკზე“ ფოტო გაავრცელა, რომელიც 2008 წელს, უკრაინაშია გადაღებული.
„ვიხსენებ გამოსვლას ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მაიდანზე 2008 წელს და ვფიქრობ მათზე ამ რთულ დროს. გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას“, – წერს სერ პოლი.
ცნობილია ყვარელში ავარიაში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა
ქალაქ ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი 52 წლის ინგა ყაველაშვილია. ქალი წარმოშობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენიდანაა და ის, ყვარლის პოლიციის სამმართველოში იყო დასაქმებული. თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილმა მართვა...










