პოლონეთში 33 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველს, რომელიც ვარშავაში დააკავეს, ბრალად რამდენიმე ქალაქში სალაროების ქურდობა ედება. პოლიციის ცნობით ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა როგორც მაღაზიაში ასევე გაზგასამართ სადგურზე . ნივთმტკიცებად ვიდეო თვალის ჩანაწერებია ამოღებული. დაკავებულს პოლიცია 6 საქმეზე ედავება .
მამაკაცს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.