პოლონეთში გაუჩინარებული ქართველი 24 წლის დიტო ხელხელაური გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტს საქართველოში მცხოვრები მისი ნათესავები.
ახლობლების თქმით, ახალგაზრდა კაცს მყვინთავებმა ტბაში თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
საქართველოში გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით კი, ოჯახს ოფიციალური უწყებებისათვის ჯერ არ მიუმართავს.
დიტო ხელხელაურს ქალაქ ვარშავაში 12 ივნისიდან ეძებდნენ. მას შემდეგ კი რაც ერთ-ერთმა თვითმხილველმა სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ ახალგაზრდა წყალში გადახტა, სამძებრო ოპერაციაში 180 მყვინთავი ჩაერთო.
მანამდე ძალოვანებმა მასთან დაკავშირებული ყველა პირი გამოკითხეს და დაკარგულის პირადი ნივთებიცამოიღეს.
24 წლის დიტო ხელხელაური წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის.