პოლონეთში, პოზნანის ახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ქართველი ემსხვერპლა. [ვიდეო/video]
პოლონური მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ქართველი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 5 დაშავდა.
დაშავებულები ვერტმფრენით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
зოლონეთის პოლიციის პრესსამსახურის მორიგე ოფიცრის მიერ მოწოდებული ფაქტის შესახებ ეხება იმ ფაქტს, რომ ინციდენტის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი: ორი მამაკაცი და ერთი ქალი. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხუთი ადამიანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორ მოხდა ინციდენტი. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტობუსი პირდაპირ სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევის დროს სატვირთო მანქანის მძღოლი ფხიზელი იყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და სამართალდამცავები.