პოლონეთში, შოპენის აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ისინი ქვეყანაში შესვლას ყალბი საბუთებით ცდილობდნენ.
24 და 31 წლის ქართველებმა სასაზღვრო კონტროლზე ყალბი მუშაობის ნებართვის დოკუმენტები წარადგინეს.
პოლონეთის პოლიციამ საქმეზე გამოძიება ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით დაიწყო.
მედია წერს, რომ ქართველებმა ბრალი აღიარეს და ისინი იმავე დღეს პოლონეთი-ქუთაისის რეისით საქართველოში გამოაბრუნეს.