რუსთავში კაცი, რომელიც სუიციდის მიზნით ცენტრალური ხიდიდან ხტებოდა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა გადაარჩინეს.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი მთავარი ხიდის ჯებირზე იყო გადასული და მტკვარში გადახტომას აპირებდა.
40 წლამდე კაცს პატრულის თანამშრომლები, გურამი პიტიურიშვილი და დათო ლობჟანიძე ფარულად მიუახლოვდნენ, ხელი მოკიდეს და ხიდის ჯებირის მეორე მხარეს გადმოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.