ქვემო ქართლის პოლიციამ ტრეფიკინგის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
დანაშაულები 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დ.ს.-ს ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა ქუჩებში მოწყალება ეთხოვა და ამ გზით გამომუშავებული თანხა მისთვის მიეტანა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით დ.ს.-ს ნების საწინააღმდეგოდ მასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.










