კუმბრიაში 80 წლისა და 55 წლის მამაკაცს ტრეფიკინგში ედებათ ბრალი.
გამოცემის ცნობით, 2018 წლის ოქტომბერში პოლიციამ მცირე ფარდულში 58 წლის ბრიტანელი მამაკაცი იპოვა.
აღმოჩნდა, რომ ის ამ ფარდულში 40 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. პოლიციის განცხადებით, მსხვერპლი ფარდულში 16 წლის ასაკიდან იმყოფებოდა.
ფარდულში პოლიციამ ტელევიზორი, საწოლი და ელექტროგამათბობელი აღმოაჩინა. 58 წლის მამაკაცი სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინათ.
„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ მსხვერპლს ყველანაირი დახმარება და მხარდაჭერა მიეღო.როდესაც ის ვიპოვეთ, ძალიან შეშინებული იყო“,- აცხადებს პოლიციის ოფიცერი, მარტინ პლიმერიthe










