LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

დაპოსტა 2023/12/28-ში
A A
19
ნახვა
გაზიარება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 14 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული გ.წ.- ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტები და 55 ვაზნა ამოიღეს.

ამავე დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა კი წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1980 წელს დაბადებული დ.ქ. და ამავე წელს დაბადებული მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა დ.ქ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, რევოლვერი, 68 ვაზნა და მჭიდი ამოიღეს. მ.გ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი და მჭიდი.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ნ.ქ., 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, დ.გ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული დ.კ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი პირადი და ავტომობილების, ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სამი პისტოლეტი, ოთხი მჭიდი და 64 ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ზ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 17 ვაზნა და მჭიდები.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.მ. დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია: პისტოლეტი, სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, ხელყუმბარა, რვა მჭიდი, 730 ვაზნა და 17 დანა.

ასევე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1996 წელს დაბადებული ნ.მ. რომლისგანაც ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, 12 ვაზნა და ორი მჭიდი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირი: 1985 წელს დაბადებული ზ.ნ. და 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდი და 252 ვაზნა.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული გ.ს.-ს საცხოვრებელ ბინაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 51 ვაზნა და ორი მჭიდი. ამავე დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 13 ვაზნა და ორი მჭიდი ამოიღეს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველო თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული ვ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, რვა ვაზნა და მჭიდი.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

“ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით” – პრემიერი

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით – კობახიძე პრეზიდენტს
მთავარი

მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, მე მაქვს ერთადერთი რამის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას. ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც...

დაწვრილებითDetails

„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან, მაგრამ მეეჭვება, თავი დაიხსნან”- კობახიძე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

რაც შეეხება „ლელოს“, ის ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან, ეს თავის დროზე მოახერხა გახარიას პარტიამ, როცა პარლამენტში შევიდა , - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ლელოს“ მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

“ეს არის კრიმინალების განცხადება” – ირაკლი კობახიძე „ოპოზიციის ალიანსის” გეგმებზე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ეს არის კრიმინალების განცხადება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსის“განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საზოგადოებას კონკრეტული ინიციატივები გააცნეს, რა მიმართულებითაც იმუშავებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, რადგან „მთლიანად...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 17 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 17 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7365, ევრო – 3.1382, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6300 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

” „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი” – კობახიძე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა დეპარტამენტებმა სამეგრელოსა და იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს და იმერეთის დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელმა სპორტსმენებმა პარა მკლავჭიდში შვიდი ოქროს მედალი მოიპოვეს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ქუთაისელმა სპორტსმენებმა პარა მკლავჭიდში შვიდი ოქროს მედალი მოიპოვეს
მთავარი

ქუთაისელმა სპორტსმენებმა პარა მკლავჭიდში შვიდი ოქროს, ექვსი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. პირველი ადგილი: ვახტანგ ახობაძე 60 კგ. მარჯვენა მკლავი; გიორგი ახალაძე 55 კგ. მარჯვენა და მარცხენა მკლავი;...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესსამსახურში განუცხადეს, ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე ჩაინიშნა. მთავრობის მეთაური განცხადებას ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე გააკეთებს

დაწვრილებითDetails

ყაზბეგში, სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ზვავის ჩამოწოლის შედეგად, მამაკაცი დაიღუპა (აშშ)
მთავარი

სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია - ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. განცხადების თანახმად, ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება. „ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო...

დაწვრილებითDetails

“შვებულებაში ყოფნის დროს ისარგებლეს”- რა წერია ბაღდათის მუნიციპალიტეტის აუდიტის დასკვნაში

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
დარღვევა დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა, საჯარიმო თანხა კი1 მილიონ ლარზე მეტია
მთავარი

ბაღათის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეების მიერ სატრანსპორტო საშუალებაში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმის 54 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 103 შემთხვევაში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"