„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპული საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე არ მიდის.
მისი თქმით, პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია.
ხოშტარიას განცხადებით, ევროსაბჭოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებით კავშირი არ აქვს და ამას “ოცნება” პროპაგანდისთვის იყენებს.
“გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.
- ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება” იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს.
- მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში, მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია.
სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ.
ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ „ტეხავს”, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია!” – წერს ხოშტარია.