LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

პოლიტიკოსებს ვურჩევ, აქედანვე დაფიქრდნენ, რას მიიღებენ, თუ თავიანთი ერების პოზიციას შესაბამისად არ უპასუხებენ – ზელენსკი

დაპოსტა 2022/03/29-ში
91
ნახვა
გაზიარება

უკრაინის პრეზიდენტმა ომის 33-ე დღე მისი მორიგ ვიდეომიმართვით შეაჯამა – ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საჭიროებებზე საუბრობს, კიევის ოლქში უკრაინის წარმატებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სიტუაცია ზედმეტი ეიფორიის გარეშე უნდა შეფასდეს.

 

ვიდეომიმართვაში ზელენსკი აზუსტებს, რომ რუსულ სამხედრო აგრესიას უკვე 143 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო ყველაფერ იმის გამო, რასაც ახლა რუსეთი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ აგრესორი იმსახურებს დამატებით სანქციებს, მათ შორის ნავთობის ემბარგოსაც.

 

“უკრაინა არ დათანხმდება და არ შეეგუება რომელიმე სუბიექტის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე ნეიტრალურ დამოკიდებულებას. გასულ წელს ვსაუბრობდით, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება აუცილებელი იყო, რათა უკრაინაში შემოჭრა თავიდან აგვეცილებინა. პრევენციული პაკეტი არ შეიმუშავეს და ომიც დაიწყო.

 

ახლა ევროპაში გავრცელდა მოსაზრებები, რომ სანქციების გამკაცრება და ემბარგო იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. დაფიქრდით, სადამდე მივედით, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას ველოდებით. ანუ, ჩვენ, ცოცხალი ადამიანები ქიმიურ იარაღს უნდა დაველოდოთ?! ნუთუ ის ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა და ახლაც აკეთებს, ნუთუ ის ფოსფორის ბომბები, ატომური სადგურის მიმართულებით გახსნილი ცეცხლი, ქიმიური სადგურის დაზიანება ემბარგოს არ იმსახურებს?!

გვინდა, რომ სანქციები იყოს მკაცრი და იმის შესაბამისი, რასაც რუსეთი ახლა უკრაინაში აკეთებს. თუ სანქციები იქნება სუსტი და რუსეთის ქმედებებთან შეუფერებელი და რუსეთი მას გვერდს მარტივად აუვლის, ეს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეუქმნის ილუზიას, რომ შეუძლიათ გააგრძელონ ის, რასაც ახლა აკეთებენ. ამის ფასს კი ვინ იხდის?! – უკრაინელი ხალხი თავისი სიცოცხლით.

 

უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ იმის გამო, რომ ვიღაც პოლიტიკოსებს სიმამაცე არ ყოფნით, გადმოსცენ უკრაინას შესაბამისი შეიარაღება. შიში ყოველთვის აგხდის თანამონაწილეს.

 

ევროპისა და მსოფლიოს ერები ჩემსა და უკრაინის ხმას აუცილებლად მოისმენენ. პოლიტიკოსებს კი ვურჩევ, აქედანვე დაფიქრდნენ, რას მიიღებენ, თუ თავიანთი ერების პოზიციას შესაბამისად არ უპასუხებენ,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

“დღგ ის გადასახადი არაა, რომელიც სადღაც არის დარეზერვებული, ის ისევ მოქალაქეებთან მიდის” – წილოსანი

თებერვალი 11, 2026
10
მთავარი

დღგ ის გადასახადი არ არის, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული - დღგ-ს გადასახადი ისევ მოქალაქეებთან მიდის, - ეს განცხადება ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კვერცხის მწარმოებელი კომპანიების პასუხად გააკეთა,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს

თებერვალი 11, 2026
12
მთავარი

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს. დროებითი კომისიის სხდომა ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით იმართება. დღის წესრიგის გათვალისწინებით, ბაზრის...

დაწვრილებითDetails

ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე,მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება-კალაძე

თებერვალი 11, 2026
24
მთავარი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ავარიული შენობიდან ქირით გაყვანილი ადამიანი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება. კახა კალაძის ცნობით, ქირა აღუდგება მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

” ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ ასე არ არის, პირიქით” – პაპუაშვილი

თებერვალი 11, 2026
6
მთავარი

ჩვენ ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით, თავისუფალ ბაზარს თავისი ხარვეზები აქვს - მისი გამოყენებით შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია რუსთავის გზაზე

თებერვალი 11, 2026
441
მთავარი

რუსთავის გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ. ინფო რუსთავის  ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა მსუბუქი სედანის ტიპის ავტომობილი ტრაილერისთვის გასწრებას ცდილობდა. მომხდართან...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

თებერვალი 11, 2026
109
მთავარი

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანი-წაღვერის ტყეში, დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. კანონდარღვევა ვიდეოხაფანგის საშუალებით გამოვლინდა. საუბარია 6 კუბურ მეტრ ხე-ტყეზე, რომელიც ადგილობრივ მკვიდრს მანქანით გადაჰქონდა. ეროვნული სატყეო...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა

თებერვალი 11, 2026
166
მთავარი

ხმაური იყო ბათუმში თაყაიშვილის ქუჩაზე, სადაც არსებული ინფორმაციით, ყოფით ნიადაგზე მეზობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოწყობილ ფანჩატურში მოხდა.  დაპირისპირება მეზობლებს შორის დაიწყო და მას წინ შელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის...

დაწვრილებითDetails

იმერეთისა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს

თებერვალი 11, 2026
14
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ავარია მოხდა

თებერვალი 11, 2026
17
მთავარი

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

თებერვალი 11, 2026
410
ამინდი

11 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დასავლეთში პერიოდულად წვიმით და მთაში თოვლით, ხოლო აღმოსავლეთში ნალექით ძირითადად თოვლის სახით, ძლიერი ქარით და ნისლით.   ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +12 გრადუსი ოზურგეთში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».