LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში-პაპუაშვილი

პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში-პაპუაშვილი

დაპოსტა 2023/03/21-ში
A A
62
ნახვა
გაზიარება

პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, როგორც ლექტორის მხრიდან, ისე სტუდენტის მხრიდან. ახალგაზრდობა არ არის გასამართლებელი საბუთი არავისთვის. ყველა სრულწლოვანია და ყველას აქვს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პოლიტიკურ აქტივიზმს აუდიტორიებში არაფერი ესაქმება.

„რაც შეეხება ჩემს მიერ იმ პროცესის შეფასებას, რომელიც აკადემიურ და საგანმანათლებლო სისტემაშია, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის პირდაპირ მართული – „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების შეგზავნა ხდებოდა აუდიტორიებში. თქვენ ინფორმაციას საიდან იღებთ, არ ვიცი, მაგრამ ერთი ფაქტი მოხდა, რომელიც პარლამენტის წევრს ეხება, რომელიც ამავე დროს, ლექტორია – ერთმა სტუდენტმა პროტესტი გაითამაშა, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არათუ თსუ-ს სტუდენტი არ არის, საერთოდ სტუდენტი არ არის, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სტატუსი შეჩერებული აქვს, საერთოდ არანაირ კავშირში არ არის თსუ-სთან, მიგზავნილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან იმისთვის, რომ ლექცია ჩაეშალა.

ბატონო არმაზ [ახვლედიანი], თქვენ გასული საუკუნის 30-იანი, თუ 20-იანი წლები გაიხსენეთ. თუკი რამე გვაგონებს ამას, ეს გვაგონებს. 100 წელია ეს საქართველოში არ მომხდარა, 100 წლის წინ მოხდა ბოლოს, როცა უნივერსიტეტში, თსუ-ში უგზავნიდნენ ტყავის ქურთუკიან, „მაუზერიან“ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ პროფესორები აუდიტორიებიდან გამოეყარათ. სამწუხაროდ, არავინ აღმოჩნდა თქვენს რიგებში, რომ ამას გამიჯვნოდა და ამის მიმართ პროტესტი ჰქონოდა. თუკი ვინმეს რამე პროტესტი აქვს, ვინმეს რამე აზრი აქვს, სწორედ ასეთი ქცევებით, ასეთი ნაყიდი პროტესტით, შეგზავნილი აქტივისტები აფუჭებენ აქტივიზმსაც, სამოქალაქო სითამამესაც და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, არათუ ვინმეს სათაკილო უნდა ჰქონდეს, ყველას ვალდებულებაა, ამხილოთ ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც როგორც აქტივისტი შეგზავნილია აუდიტორიებში, რომ ლექტორებს ობსტრუქცია მოუწყოს. არაფერი ესაქმება პოლიტიკურ აქტივიზმს აუდიტორიებში. მე თავად, წლები ვკითხულობდი ლექციებს, ბევრი თქვენგანი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხართ. ეთიკის პირველი საკითხია, რომ პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში, როგორც ლექტორის მხრიდან, ისე სტუდენტის მხრიდან. ახალგაზრდობა არ არის გასამართლებელი საბუთი არავისთვის, ყველა სრულწლოვანია და ყველას აქვს პასუხისმგებლობა. ზიზღს, ადამიანის მტრად გამოცხადებას რომ არ ემიჯნებით და იმავე წინადადებაში გასული საუკუნის 30-იან წლებს ციტირებთ, რომელსაც თქვენი სიჩუმით მხარს უჭერთ, როცა დუმხართ იმაზე, რაც ხდება – როცა ბულინგია ლექტორებზე და ა.შ., ამაზე ხმას რომ არ იღებთ, ეს არის ცუდი. როცა ნაყიდი პროტესტია, თავიდანვე თუ არ ითქვა, ძირშივე თუ არ გაჩერდა, სადამდე მიგვიყვანს, მერე გაიხსენეთ გასული საუკუნის 30-იანი წლები. ყველას მოგიწოდებთ, ამ განცხადებაში შემომიერთდეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარე, სტუდენტებთან მიმართებაში მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და შალვა პაპუაშვილს შემდეგნაირად მიმართა: „სამწუხაროდ, იმის გამო, რაც თქვენ სტუდენტებს უთხარით, ნორმალურ ვითარებაში, ნორმალურ ქვეყანაში, პარლამენტის თავმჯდომარე ბოდიშს მოიხდიდა და გადაგდებოდა. ჩვენ არანორმალურ ვითარებაში და ქვეყანაში ვცხოვრობთ, თქვენ რომ შექმენით ეს გარემო, ეს ცხადია”, – მიმართა ახვლედიანმა პარლამენტის სპიკერს.

 

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

პირველი ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო  ავრცელებს: "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი და აგვისტო არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს არის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი არსებული პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების დაწყებასა და საჭირო ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

თელავში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა. თავდამსხმელთან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიხურის...

დაწვრილებითDetails

ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი
მთავარი

ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობა რევაზ მამასახლისმა დაიკავა. ინფორმაციას იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი" ავრცელებს.  ქუთაისის პოლიციის ახალ უფროსს, მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის...

დაწვრილებითDetails

თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია
მთავარი

თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია, თუმცა ქარის გამო მალე ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

„დედა ცემით მოკლა და ცხედარი ნაგვის ურნაში დამალა…“ – დაკავებულია 33 წლის კაცი(უცხოეთი)

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში მამაკაცმა დედა ცემით მოკლა, შემდეგ კი სხეული ნაგვის ურნაში დამალა. ცემამდე კაცმა დედას, სავარაუდოდ, მეტამფეტამინი გაუკეთა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, 65 წლის ქალი პოლიციამ სახლში ავტოფარეხის...

დაწვრილებითDetails

5 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება კოღოს ნაკბენი სასიკვდილო აღმოჩნდეს და რა უნდა გააკეთოთ, რომ ცუდი შედეგები თავიდან აიცილოთ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კოღოს ნაკბენი
მთავარი

ზაფხული სრული დატვირთვით დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლისმსმელი პატარა მონსტრების დრო დადგა. ჩვენ შეჩვეულები ვართ და კოღოს ნაკბენს უმნიშვნელო უსიამოვნებად აღვიქვამთ - მოიფხან და დაივიწყებ. მაგრამ ზოგჯერ ეს პატარა...

დაწვრილებითDetails

ხარაგაულში გეოლოგები მუშაობენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ხარაგაულში გეოლოგები მუშაობენ
მთავარი

ხარაგაულში მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი. ხარაგაულის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი...

დაწვრილებითDetails

გაითვალისწინა პროკურატურამ ადვოკატის თხოვნა-ონისე ცხადაძე მამას გამოეთხოვება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა
მთავარი

“გაითვალისწინა პროკურატურამ ადვოკატის თხოვნა. პროკურორი ვაჟა თოდუა დაეთანხმა ჩემი ძმის გამოყვანას ციხიდან შესაბამისი დროის და ღონისძიების ფარგლებში, მაგრამ არ ვიცით სამწუხაროდ, ეს როდის იქნება, რა ხანგრძლივობით იქნება, მაგრამ როგორც ვიცით,...

დაწვრილებითDetails

უმდიდრესი ადამიანების საფულეების 5 საიდუმლო

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

მილიონერების საფულეების ხუთი საიდუმლო ჩინური მონეტა კვადრატული ნახვრეტით – ფულის მაგნიტი მინიატურული მონეტა ცენტრში კვადრატული ხვრელით არის სტაბილური და უწყვეტი ფინანსური ნაკადის სიმბოლო ფენ-შუის კანონის მიხედვით. განსაკუთრებით ფასობს ცინის დინასტიის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"