LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმულ წყალში ნანოპლასტმასას მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, რომელსაც უჯრედებსა და სისხლში შეღწევა შეუძლია

პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმულ წყალში ნანოპლასტმასას მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, რომელსაც უჯრედებსა და სისხლში შეღწევა შეუძლია

დაპოსტა 2024/01/12-ში
A A
63
ნახვა
გაზიარება

მეცნიერებმა პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმულ წყალში ნანოპლასტმასას მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, რომელსაც უჯრედებსა და სისხლში შეღწევა შეუძლია, შესაბამისად, ეს საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამის შესახებ Bloomberg-ზე დაყრდნობით “ბიზნესპრენიუსი” წერს. მასალა  ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში Proceedings of the National Academy of Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობითაა მომზადებული. კვლევის თანახმად, ჩვეულებრივი, ერთლიტრიანი წყლის ბოთლი, საშუალოდ 240 000 პლასტმასის ფრაგმენტს შეიცავს.

ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პლასტმასის ფრაგმენტები, რომლებიც წყალში იპოვეს, 1 მიკრომეტრის სიგრძისაა. შედარებისთვის, ერთი მიკრომეტრი ადამიანის თმის ღერის სამოცდამეათედია. აღმოჩენამ აჩვენა, რომ დღესდღეობით ჩამოსხმული წყალი, შეიძლება 100-ჯერ მეტ პლასტმასის ნაწილაკს შეიცავდეს, ვიდრე ადრე იყო შეფასებული, რადგან ადრინდელი კვლევების მიხედვით, 1 ლიტრ წყალში მხოლოდ 5000 პლასტმასის ფრაგმენტს პოულობდნენ.

ნანოპლასტიკები უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ვიდრე მიკროპლასტიკები, რადგან მათი ზომიდან გამომდინარე, საშუალება აქვთ, რომ ადამიანის უჯრედებში შეაღწიონ. ნანოპლასტიკებს აგრეთვე შეუძლიათ პლაცენტის გავლით შეაღწიონ ჯერ არ დაბადებული ჩვილების სხეულშიც. მეცნიერები დიდი ხანი ეჭვობდნენ, რომ ნანოპლასტიკები ჩამოსხმულ წყალში არსებობდა, მაგრამ მის აღმოსაჩენად აქამდე არ ჰქონდათ საჭირო ტექნოლოგიები.

ამ გამოწვევის დასაძლევად კვლევის თანაავტორებმა მიკროსკოპული ახალი ტექნიკა გამოიგონეს და 25 ლიტრი ჩამოსხმული წყლის ანალიზი მოახდინეს. მათ აღმოაჩინეს, რომ თითოეულ ლიტრში 110 000-დან 370 000 პაწაწინა პლასტმასის ნაწილაკი იყო. ნაწილაკთა 90% კი ნანოპლასტიკია.

„ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია ნანოპლასტიკებთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად. ადრე ნანოპლასტიკური სამყარო ჩვენთვის სრულიად ბნელი ტერიტორია იყო, მაგრამ ცოდნის ამ მიმართულებით ამაღლება და თვალსაწიერის გაფართოვება ბევრ იმედს გვიჩენს“, – განაცხადა ნაიქსინ ქიანმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა და კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად 450 მილიონ ტონაზე მეტ პლასტმასს აწარმოებენ, რომელთა დიდი ნაწილიც საბოლოოდ ნაგავსაყრელზე ხვდება. პლასტმასის აბსოლუტური უმრავლესობა ბუნებრივად არ იშლება, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი პატარა ნაჭრებად იქცევა. პლასტმასის პაწაწინა ნაჭრები კი თავის მხრივ რეგულარულად იშლება პლასტმასის შემცველი პროდუქტების გამოყენებისას.

იმის მიუხედავად, რომ პლასტიკური დაბინძურება დედამიწაზე ყველგან დიდ გამოწვევას წარმოადდგენს, პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყალი მუდამ დიდ დაინტერესებას იწვევდა მეცნიერებში.

უახლესი კვლევის თანაავტორები კი ამბობენ, რომ მათი კვლევა კვლავ გაგრძელდება და ისინი გეგმავენ ნანოპლასტიკების გამოკვლევას ონკანის წყალსა და თოვლის ნიმუშებშიც.

 

bpn.ge

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა თქვა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა თქვა
მთავარი

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით...

დაწვრილებითDetails

7 აპრილს ხარებაა – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
7 აპრილს ხარებაა – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ
მთავარი

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით...

დაწვრილებითDetails

ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართლი ოცნება“ ავრცელებს. პარტიის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში შუქი გაითიშება – ნახეთ მისამართები

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები
მთავარი

ქუთაისში 7 აპრილს ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ამ მისამართებზე შუქი გაითიშება:   13:45 საათიდან  15:30...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოცემის მიზანია ფართო...

დაწვრილებითDetails

“საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
“საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები”- ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენ გამოვხატეთ მზაობა მაღალი დონის დიალოგის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან, კონსტრუქციულ თანაცხოვრებას და ახალ ინიციატივებს. საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი...

დაწვრილებითDetails

მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
მთავარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი ამ წუთებშიც აძლევს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
როგორი იქნება დღეს სააღდგომო მსახურება ტაძრებში?
მთავარი

საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს. გაფართოებულ კრებას წინ უძღვის წმინდა სინოდის სხდომა, სადაც 3 კანდიდატი უნდა დასახელდეს. სხდომის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. სასულიერო პირების განმარტებით, ეკლესიის ახალი...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 694 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.35%-ით მატებას...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 7 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6975 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"