გერმანიის „მწვანეთა პარტია“ აცხადებს, რომ თუკი ხელისუფლებაში მოვა სამრეწველო ფერმერულ მეურნეობას აკრძალავს, რათა გლობალური დათბობა შეამციროს.
ბოლო რამდენიმე წელია კლიმატის ცვლილებების პროგნოზიორებმა ყურადღება მსხვილფეხა საქონელს მიაპყრეს, რადგან ანგარიშებში ნაჩვენებია, რომ მსხვილფეხა პირუტყვის მიერ გამოყოფილი სითბური გამონაბოლქვი უფრო სახიფათოა გარემოსთვის, ვიდრე ავტომობილები.
2016 წლის სტატიაში EcoWatch წერს, რომ პირუტყვის მიერ წარმოქმნილი სითბური გამონაბოლქვის პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს 1.2. მილიარდი ავტომობილისა. 2012 წლის გაეროს ანგარიშში საუბარია, რომ დედამიწის მსხვილფეხა პირუტყვის პოპულაცია მეტ CO2-ს წარმოქმნის ვიდრე ავტომობილები, თვითმფრინავები და სხვა ტრანსპორტი ერთად აღებული.
რადიკალმა „მწვანეებმა“ დაასკვნეს, რომ დროა მსოფლიოში ძროხების პოპულაცია შემცირდეს, რაც დრამატულად შეამცირებს დასავლეთში ხორცის მოხმარებას. ვეგანები, ვეგეტარიანელები და ცხოველთა უფლებადამცველები უკვე შეუერთდნენ კლიმატის ცვლილებების აგიტატორებს და ამტკიცებენ, რომ ხორცის ჭამა აღარ არის ეკოლოგიურად გამართლებული ადამიანური აქტივობა.
2013 წელს გერმანელმა „მწვანეებმა“ კვირაში ერთხელ ვეგეტარიანული დღის დაწესება მოინდომეს, თუმცა ინიციატივა ჩავარდა, რადგან რიგითი მოქალაქეებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო.
წყარო : https://alt-info.com