ახალგაზრდა, რომელიც გორში, მართვის მოწმობის გამოცდას აბარებდა, გამომცდელს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი პირი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მამაკაცი მოტოციკლის სამართავად, შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების მიღებას ცდილობდა. შემთხვევა გორის მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
წყარო: ტვ მონიტორინგი