“ახალი წელი ჯერ კიდევ შორსაა. პეტარდების ომი უკვე დაიწყო!!!” – დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე, “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე, 4 წლის ბავშვის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც პიროტექნიკით დაშავდა.
ბავშვს აფეთქების შედეგად ახის მარჯვენა მხარე და ქუთუთოები აქვს დაზიანებული.
ყოველ ახალ წელს აქტუალური ხდება პიროტექნიკის შეძენა. მათი ყიდვა ნებისმიერი მსურველს შეუზღუდავად შეუძლია. ქართულ ბაზარი სხვადასხვა სიდიდისა და სიმძლავრის პიროტექნიკის შეძენაა შესაძლებელი, რომელთა უმეტესი ნაწილი ჩინეთიდან შემოდის. ანოტაციებს ვხვდებით როგორც ჩინურ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე, შეხვდებით ქართულ განმარტებებსაც თუმცა პიროტექნიკაზე მითითებულ წესებს ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს, ახალ წელს კი საავადმყოფოში ასაფეთქებლებით დაზიანებული არაერთი ადამიანი ხვდება.
ახალი წელი მშვიდად რომ გაატაროთ მომხმარებელთა უფლებების დამცველები გირჩევენ რომ პიროტექნიკა სახლს გარეთ, ღია ცის ქვეშ გამოიყენოთ, ადამიანსა და ასაფეთქებელს შორის დაშორება კი მინიმუმ ერთი მეტრი უნდა იყოს.