ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელის პელეს ცხედარი კლინიკიდან მისი კლუბის, „სანტოსის“ სტადიონზე გადაასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.სამგლოვიარო პროცესიის დროს ხალხი მის სასახლეს ფოიერვერკებით შეხვდა.
ფეხბურთელის სამოქალაქო პანაშვიდები სანტოსის საფეხბურთო კლუბში გაიმართება, სადაც ის სტადიონის ცენტში იქნება დასვენებული და ხალხს მის მიმართ პატივისცემის გამოხატვის საშუალება მიეცემა.
ლეგენადარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა .