54 წლის პედაგოგი კორონავირუსით ქუთაისში კლინიკა “უნიქალმედიში” გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის შოთა მარუაშვილის ინფორმაციით, პაციენტი მათთან რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
როგორც ის აღბიშნავს, პაციენტს მწვავე პნევმონია ქონდა.
შოთა მარუაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, იმის შესახებ რომ პაციენტი რეანიმაციაში ვერ მოათავსეს. მისი თქმით, ვიდრე პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, ის ჩვეულებრივ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას, დადებითი პასუხის შემდეგ კი კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ქალის გადარჩენა ფილტვების მწვავე უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა, ამბობს შოთა მარუაშვილი.
რაც შეეხება მის მეუღლეს, ის კოვიდინფექციაზე კლინიკა “ბომონდში” შეამოწმეს, უარყოფითი პასუხის გამო კი კლინიკიდან გაუშვეს. “ბომონდში” პასუხისმგებლობას არ იღებენ და აცხადებენ, რომ პაციენტი არ იყო კოვიდინფიცირებული.
ცნობისთვის კორონავირუსის შედეგად 54 წლის პედაგოგი და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ, მათ გადარჩენას შვილი მთავრობას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ.
ასევე დაგაინტერესებთ:










