LIVE TV
შაბათი, თებერვალი 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

პატრიოტთა ალიანსმა ქუთაისში ორშაბათს დაანონსებული აქცია გააუქმა

დაპოსტა 2020/11/07-ში
183
ნახვა
გაზიარება

“ზუსტი ინფორმაცია აქვთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები ჯერ თბილისში, ახლა კი, მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე ქუთაისში იგეგმება”-ამის შესახებ პატრიოტთა ალინსისი ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცადა.

პარტიამ ქუთაისში დანონსებული აქცია გააუქმა.

პარტიის გენერალური მდივნის თქმით, ზუსტი ინფორმაცია აქვთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები ჯერ თბილისში, ახლა კი, მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე ქუთაისში იგეგმება. მისივე თქმით, სწორედ ამ მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით პარტიის პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, ამ ეტაპზე გააუქმოს აქცია ქუთაისშიც. ამავე დროს, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ მათი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ პარტია საპროტესტო აქციებს არ ჩაატარებს. ირმა ინაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს.

 

“ქართულმა ოცნებამ” ტოტალურად და სამარცხვინოდ გააყალბა არჩევნები – კვლავ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტია ვერანაირად ვერ აიღებდა ასეთ დაბალ პროცენტს. ამ სრულიად უგუნური ქმედებით ხელისუფლებამ ქვეყანაში უამრავი დაძაბულობის კერა შექმნა. ყველას ესმის და ყველამ იცის, რომ ჩვენს პარტიას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ყველაზე დიდი რაოდენობის მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია საპროტესტო აქციებზე. ამიტომაც დავნიშნეთ აქცია ჯერ თავისუფლების მოედანზე, რასაც მოჰყვა “ქართული ოცნების” ბრალდებები, თითქოსდა სხვებთან ერთად ან რუსეთის დავალებით ვმოქმედებთ, ან ყაჩაღურ თავდასხმებს ვაპირებთ, რაც სრული აბსურდია. ამის გამო ჩვენ გადავიტანეთ მიტინგი თბილისიდან ქუთაისში. მიაქციეთ ყურადღება, რომ მატყუარა, არჩევნების გამყალბებელი კობახიძე ჩვენებებს იძლევა სუს-ში და ლაპარაკობს რაღაცა შეთქმულებაზე. ბრიფინგებზე “ქართული ოცნების” ლიდერები ღიად საუბრობენ რაღაცა რუსულ კვალზე. ამავდროულად ჩემს პლანშეტზე, რომელსაც მე მხოლოდ “ფეისბუქისთვის” ვიყენებ, მომდის ასეთი სახის გზავნილები:
– Ирма, добрый вечер! Это Саид Ахмед с Грозного. Как дела? Я слышал, там выборы у вас прошли – как у вас? Нормально, тихо прошли? Там какие-то беспорядки-порядки у вас…
ცხადია, თქვენ ხვდებით, რომ არც ვინმე საიდ ახმედს ვიცნობ და საერთოდ არავისთან არ მაქვს კონტაქტი. ამ გზავნილებში ეს ვინმე საიდ ახმედი, თუ დააკვირდებით, მესაუბრება ისე, თითქოს ჩემი ახლობელი იყოს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: მე არანაირ საიდ ახმედს არ ვიცნობ და ეს გზავნილი, რომელიც მე მივიღე გამოქვეყნდება მედიაში. მკაფიოდ უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია!
ამავდროულად ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ჯერ თბილისში, თავისუფლების მოედანზე გეგმავდნენ ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციებს – ამიტომაც გადავიტანეთ ქუთაისში ჩვენი აქცია, ახლა კი, გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ქუთაისშიც იგეგმება პროვოკაციები ჩვენს წინააღმდეგ. ვინ გეგმავს ამ პროვოკაციებს – დღეს არ გავაკეთებ კომენტარს ამ თემაზე. ძალიან მალე მოვა დრო და ყველაფერი გახდება ნათელი და ცხადი.
მთელი ამ პროცესებიდან გამომდინარე და მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით ჩვენმა პარტიამ, პოლიტსაბჭომ იმსჯელა და ამიტომ ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გავაუქმოთ ქუთაისის აქციაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნება საპროტესტო აქციები და უარს ვამბობთ მიტინგებზე. ჩვენ ვიღებთ რამდენიმეკვირიან პაუზას, რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და ბრალდებები რუსულ კვალთან ან რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებით.
ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს ვამბობთ და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს! მთელ პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ჩვენ ვაკისრებთ “ქართულ ოცნებას”, რომელმაც სამარცხვინოდ გააყალბა არჩევნები და თვითონ გამოიწვია ეს კრიზისი ქვეყანაში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
თეგები: ირმა ინაშვილიპატრიოტთა ალიანსიპატრიოტთა ალიანსმა ქუთაისში ორშაბათს დაანონსებული აქცია გააუქმა
გაზიარება73

დაკავშირებული -პოსტები

ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებული პირი, სავარაუდოდ, „კულას“ დამფუძნებელი ივანე გოგლიძეა

თებერვალი 20, 2026
45
მთავარი

ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებული პირი, სავარაუდოდ, ივანე გოგლიძეა, რომელიც იკავებს ხელმძღვანელის პოზიციას კომპანიებში „ბატონო” და "კულა". ინფორმაციას Bpn.ge ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული...

დაწვრილებითDetails

იმერეთში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ მასწავლებელს ბრალდება წარედგინა

თებერვალი 20, 2026
528
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი საჯარო სკოლის...

დაწვრილებითDetails

დაუყოვნებლივ შეჩერდეს დემონტაჟი და დაიწყოს შესწავლა – სამოქალაქო საზოგადოება, ქუთაისის მერს მიმართავს

თებერვალი 20, 2026
359
მთავარი

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე, ყოფილ "საგუბერნიო ციხეში" დემონტაჟის პროცესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოება, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ერემეიშვილს მიმართავს. გთავაზობთ ტექსტს სრულად რომელიც თვითმმართველობის კანცელარიაში უკვე ჩაბარდა. "მოგმართავთ ქ. ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა...

დაწვრილებითDetails

საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ მათთან, ვინც თავად მომართავენ თხოვნით და მოინანიებენ – პროკურატურა

თებერვალი 20, 2026
48
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ინფორმაციაზე, რომ ბრალდების მხარემ „4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა“ განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ თხოვნით პროკურატურას და...

დაწვრილებითDetails

ცნობილია მედიკამენტების ახალი სია, რომელზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

თებერვალი 20, 2026
1.3k
მთავარი

„ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. უფრო კონკრეტულად, იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელზეც ფასების ზედა ზღვარია დაწესებული, ასობით წამალი დაემატა. „ბიზნესპრესნიუსი“  იმ მედიკამენტების ნაწილის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელზეც...

დაწვრილებითDetails

პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი, ხატია წერეთელი თავისუფალია

თებერვალი 20, 2026
136
მთავარი

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა ირმა კურტანიძემ, იგივე ხატია წერეთელმა საპატიმრო დატოვა. ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სასამართლომ დაამტკიცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წერეთლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებს – სტატისტიკა

თებერვალი 20, 2026
77
@?FFKM.3
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, აღნიშნულის მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში მოსახლეობის რაოდენობა, უკვე...

დაწვრილებითDetails

ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა – რას ამბმობს ივანე ჩხაიძე

თებერვალი 20, 2026
174
მთავარი

გრიპი აღარ არის დომინანტური - ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური...

დაწვრილებითDetails

ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თებერვალი 20, 2026
74
მთავარი

სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა. კერძოდ, სასამართლო დღეს განიხილავდა...

დაწვრილებითDetails

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავა

თებერვალი 20, 2026
1.1k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებული ამავე სკოლის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».