,,პატიოსან შრომას შეგაზიზღებენ”- სოციალურ ქსელში გავრცელდა გოგონას პოსტი,ის ბიძაზე საუბრობს, რომელსაც 8 ძროხა მოპარეს. მეგა ტვ პოსტს უცვლელად გთავაზობთ
,,
პატიოსან შრომას შეგაზიზღებენ

ბიძაჩემს, რომელმაც სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი და დილიდან საღამომდე დაუღალავად შრომობს C ჰეპატიტიანი 70 წელს გადაცილებული კაცი, წყალტუბოს რაიონში 8 ძროხა მოჰპარეს! თეთრი, „ფორდის“ მარკის უცხო სატვირთო ავტომობილი შეამჩნიეს მეზობლებმა დღისით, რომელიც საეჭვოდ ათვალიერებდა ეზოებს.. პოლიციამ ისე უგერგილოდ და წყალღვინოდ გადააქნია თავი, არაფრის დამხმარეები არ არიან ეგენი, ბიძია, ვიცი გამოცდილებითო და მირეკავს მე, ეგებ და ვინმე მაღალჩინოსანს სთხოვო, შეაღვიძოს წყალტუბოს პოლიციაო

. არავინ მყავს პოლიციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხახვივით უნდა შერჩეთ ქურდებს…. სოფლის მოსახლეობა გამწარებულია! მიტინგს მოვაწყობთ პოლიციასთანო, რადგან იციან, რომ შემდეგი მათი საქონელი იქნება და მათიც ხახვივით შერჩებათ მომპარავებს

… ვინც წაიკითხავთ და რაიმენაირი კავშირი გაქვთ, გადაეცით წყალტუბოს პოლიციას, დაანებონ თავი დაზარალებულთან მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს და საქმეს მიხედონ! თუ არ უნდა დაგვიცვან, მაშინ რატომღა ინახავს სახელმწიფო და ხალხი ასეთებს?! გააუქმონ საერთოდ, თუკი ადამიანები თვითონ უნდა ვიცავდეთ თავს ორლულიანით და ხელკეტებით!
ისედა, გამახსენდა დათუნას ორმოცისთვის ნაყიდი ცხვარი ღამით პოლიციელებმა რომ მოგვპარეს და მერე ხელსახოცად ქვცეული ლტოლვილებისკენ რომ გაიშვირეს ხელი, ეგენი იზამდნენო, ლტოლვილები აქცევენ ქვეყანასო და ამ დროს თვითმხილველები გვყავდნენ, როგორ მიარბენინებდა 3 პოლიციელი ღამით აღმაშენებლის გამზირზე ცხვარს.. სწორედ იმ პოლიციამ ჩაიდინა მაშინ ეს, რომელმაც 40 დღით ადრე ჩემი ძმის და კიდევ 4 ბიჭის მკვლელი საქართველოდან გააპარა. ნეტა საკუთარ ქვეყანაში დევნელებად ქცეულ ადამიანებს წაეყვანათ მართლა ის ცხვარი, ხმის ამომღები არ ვიყავით
”#
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია
#
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი