LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

პატიმრის თვითმკვლელობის საქმეზე ქუთაისის ციხის თანამშრომელი დააკავეს

დაპოსტა 2019/10/09-ში
A A
173
ნახვა
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის დაწესებულებაში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენა.

როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ციხის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების საქმეზეა დაკავებული.

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში 2019 წლის 01 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №073011019001 საქმეზე, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული გ.წ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3421-ე მუხლის მეორე ნაწილი).

საქმეზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 01 ოქტომბერს, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორმა ქ-ნმა ნ.-მ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად. კერძოდ, ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის მიუხედავად, ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ინსპექტორის ქმედებას შედეგად მოჰყვა ბრალდებული გ.წ.-ს გარდაცვალება.

ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2019 წლის 08 ოქტომბერს, ქ-ნი ნ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელსაც ბრალი მისი ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა, დანაშაულს აღიარებს.

იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას.” – ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა პატიმარმა თავი 1 ოქტომბერს მოიკლა. აღნიშნული ფაქტის გამო, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თეგები: გიორგი წურწუმიადანაშაულიქუთაისის ციხეძმის მკვლელობა
გაზიარება88

დაკავშირებული -პოსტები

წვიმა იქნება ეს დღეები. ჩამოიტანს, ალბათ, ყველაფერს – მარიამ ბეროძე კურსებზე

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სოფელ კურსებში მიმდინარე პროცესებსა და ადგილობრივების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს მარიამ ბეროძე სოციალირ ქსელში. ,,მიმდინარე პროცესი არის შემდეგი: 1. სასტუმროებში გადანაწილებული ხალხი უნდა გადავიდეს ქირით. სახლებს თვითონაც ეძებენ და ჩვენც...

დაწვრილებითDetails

მთელი მთა, დააწვა ქოლობანს, რომელიც დღეს სამწუხაროდ საშინელ მდგომარეობაშია – სულხან გოგოლაშვილი კურსებში განვითარებულ მეწყერზე წერს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
მთელი მთა, დააწვა ქოლობანს, რომელიც დღეს სამწუხაროდ საშინელ მდგომარეობაშია – სულხან გოგოლაშვილი კურსებში განვითარებულ მეწყერზე წერს
მთავარი

,,სტიქია (მეწყერი) რომელიც ჩვენთან სოფელ კურსებში განვითარდა, რათქმაუნდა ყველასათვის მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო. არასოდეს ჩვენთან, ისტორიულად, არც წინაპრებს, არც მამებს და დედებს ამდაგვარი რამ არ გადმოუციათ. მე რაღაც 5-წელია რაც...

დაწვრილებითDetails

15 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
როდის გამოიდარებს საქართველოში
ამინდი

15 მარტს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +16 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.   წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო დღე...

დაწვრილებითDetails

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღე ენერგიული და აქტიური იქნება. შესაძლოა ახალი იდეა ან შესაძლებლობა გამოჩნდეს, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ეცადეთ ემოციებით არ იმოქმედოთ და ყველაფერს მშვიდად მიუდგეთ.   კურო   დღე ხელსაყრელია...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ
მთავარი

თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ. ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, ექსპროპრიაცია განხორციელდება 34 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც 4 თანამესაკუთრე ჰყავს. დოკუმენტით ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ექცევა...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე
მთავარი

მე მაქვს თორნიკესთან დაკავშირებით ინფორმაცია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით - მადლობა ღმერთს, ის არის კარგად,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

4 მძიმე გადაცდომა იყო, სამწუხაროდ, ვერც ერთ შემთხვევაში, ჯერჯერობით იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან დანაშაულებრივი გადაცდომის 3-4 შემთხვევა იყო, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. კობახიძემ აღნიშნულ შემთხვევებში ახსენა მათ შორის, დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის, ასევე ჟურნალისტ...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა კურსებში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებტან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. "გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ...

დაწვრილებითDetails

“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში
მთავარი

მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან - აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება,...

დაწვრილებითDetails

ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე
მთავარი

106-ე სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-8 კლასელი ნინო ჯიხაია. როგორც ცნობილია გოგონა სიმსივნეს ებრძოდა. "უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"