ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს დებატები და აზრთა სხვადასხვაობაც, მაგრამ პატივს ვცემთ არჩევნებში ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, – განაცხადა კონგრესმენმა, ალექს მუნმა :
„დღეს აშშ-ში ძალთა ბალანსი გაყოფილია, რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა ქვედა პალატას მართავს. რადიკალურად განსხვავებული შეხედულებებია აშშ-ს სენატში. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობას. რა თქმა უნდა,მ გარკვეული ჩიხი გვექნება, მაგრამ ეს ალბათ ქვეყნისთვის კარგი იქნება“, – აღნიშნა კონგრესმენმა.
მე-15 კენჭისყრის შედეგად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი კევინ მაკარტი აირჩიეს .