პატარა ქუთაისელმა მომღერლებმა სტივ უანდერის ცნობილი ჰიტი “Someday at Christmas” გააცოცხლეს. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის საესტრადო გუნდმა ვიდეოკლიპი პანდემიის პირობებში შექმნეს. მუსიკალური რგოლის, მისი მთავარი სათქმელისა და სამომავლო გეგმების შესახებ “მეგა ტვ”-ს გუნდის ხელმძღვანელი სოფიო როინიშვილი ესაუბრა:
” პანდემიის პირობებში ჩვენი სათქმელი არის ის რომ, ვისაც უნდა შემოქმედებითი აქტივობა ყოველთვის მოახერხებს. ჩვენ ვეცადეთ და გამოგვივიდა. ეს არის სტივ უანდერის ცნობილი მუსიკალური ჰიტი და კიდევ ერთხელ ბავშვების დახმარებით გავაცოცხლეთ. ბავშვებმა ვიდეორგოლები სახლებში ჩაწერს. ეს სიმღერა ჩვენ შარშან ცოცხლად შევასრულეთ, სამწუხაროდ მხოლოდ ერთხელ. სამომავლოდ გვაქვს სერიოზული გეგმები, ცნობილ მომღერლებთან ერთად ვაპირებთ სიმღერის ჩაწერას.” – ამბობს “მეგა ტვ”-თან საუბრისას გუნდის ხელმძღვანელი სოფიო როინიშვილი.
პანდემიის პირობებში ვიდეოკლიპის შექმნის იდეა სოფიო როინიშვილსა და ელენე ასათიანს ეკუთვნით. რეჟისურისა და მონტაჟის ავტორი ასევე ელენე ასათიანია. ხმის რეჟისურა კი ერეკლე დიდიამ გააკეთა.
როგორც ქორმეისტერი აღნიშნავს #2 სამუსიკო სკოლის საესტრადო გუნდი რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა. ეს არის ახალი ფორმატის გუნდი, რომელიც ძირითადად თანამედროვე მუსიკას ქმნის და ქალაქს მსგავსი, სხვა გუნდი არ ჰყავს. მისი შექმნის იდეა მუსიკალური სკოლის დირექტორ ნინო დოღონაძესა და და პიარ-მენეჯერ ნანა დოღონაძეს ეკუთვნით.
ცნობისთვის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობი საესტრადო გუნდი აქტიურად არის ჩართული ქალაქის სხვადასხვა კულტურულ ღობისძიებაში. გუნდი მუსიკალური კონკურსებისა და ფესტივალების არაერთგზის საპრიზო ადგილის მფლობელი და ლაურეატია. გუნდის კონცერტმეისტერი ერეკლე დიდია გახლავთ.









