ზესტაფონში საჭადრაკო ტურნირი „ჯემალ მახათაძის მემორიალი“ გაიმართა . ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 200 – მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
10 წლამდე გოგონათა შორის პირველ ადგილზე ქუთაისელი თეკლა კოღუაშვილი გავიდა. მიღწეული წარმატება მის დაბადების დღეს დაემთხვა. თეკლა 15 თასის, 23 მედლის და 16 პირველი ადგილის მფლობელია. იგი საქართველოს ფედერაციის პრიზიორი, გურგენიძის თასის ჩემპიონი და არაერთი ტურნირის გამარჯვებულია.
10 წლამდე ვაჟთა შორის კი პირველ ადგილზე გიორგი ჩალაძე გავიდა. პირველი ადგილი დაიკავა გაბრიელ გაბადაძემაც (8 წლიანებში).
რაც შეეხება 8 წლამდე ასაკის გოგონებს, პირველი ადგილი ანასტასია ქუთათელაძემ, მეორე საპრიზო ადგილი კი ბარბარე აშოთიამ დაიკავა. ბარბარე ჭადრაკში იმერეთის და საქართველოს ჩემპიონია. 16 თასისა და 11 პირველი ადგილის მფლობელია. პატარა მოჭადრაკემ ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა და საუკეთესო ათეულში მეშვიდე ადგილზე გავიდა.
ჯემალ მახათაძის სახელობის საჭადრაკო ტურნირი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უკვე მეხუთედ ჩატარდა. ტურნირის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი პრიზები, თასი და სიგელები გადასცეს. ტურნირის ორგანიზატორი ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაცია იყო.