გორში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მობინადრეებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ნახეს.
კორპუსში მცხოვრებთა ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა ვერ ამოიცნეს, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი მიმდებარე ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით(განზრახ მკვლელობა) და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.
“ტვ მონიტორინგთან“ ადგილობრივები დეტალების შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა.
ვიღაცა მოუკლიათ ბიჭიო, აქაური არ არისო… წასული ვიყავი, რომ მოვედი პატარა ბიჭის ცხედარი დასვენებული იყო კორპუსის ეზოში. სავარაუდოდ, მანქანებით იყვნენ და წუხელ გვიან ღამით მოუვიდათ ჩხუბი“, – აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილობრივი ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოკლული 20 წლამდე ასაკის ბიჭია.
შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო “მოზაიკის” ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ის პირები, რომლებმაც ცხედარი ნახეს.