LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა იყოს შეუფერხებელი – ლევან დავითაშვილი

დაპოსტა 2020/04/27-ში
88
ნახვა
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მათ სრული პასუხისმგებლობა აქვთ აღებული, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა შეუფერხებელი იქნება. მისივე თქმით, მათი პოლიტიკა აგრარულ დარგში პირველივე დღიდან თანმიმდევრული იყო.

„გუშინ კითხვები იყო დასმული, რამდენად რისკს შეიცავს გადაწყვეტილება მსოფლიოს ნომერ პირველი ექსპორტიორის შეზღუდვებთან დაკავშირებით. ეს უკავშირდება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომ მათ მიერ გამოყოფილი კვოტა, რომელიც 7 მილიონ ტონას განსაზღვრავდა მარცვლეულ კულტურებზე, ფაქტობრივად, ამოწურულია. შესაბამისად, პირველ ივნისამდე მათ ექნებათ შეზღუდვები ხორბლის და სხვა მარცვლეული კულტურების ექსპორტთან დაკავშირებით. აქ მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ სრული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული იმაზე, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა იყოს შეუფერხებელი. ჯერ ერთი, საქართველოში პურის ფასები არის გაკონტროლებული და შენარჩუნებული და მეორე, ხორბლისა და მარაგების არსებობის კითხვის ნიშანი ამ ქვეყანაში არ დასმულა იმიტომ, რომ სამინისტრო ახდენს მონიტორინგს და ატარებს ყველა ღონისძიებას, რაც საჭიროა მინიმალური კრიტიკული მარაგების შესავსებად“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა სამინისტროსა და მთავრობის აგრარული პოლიტიკის კრიტიკას ოპოზიციონერების მხრიდან და მათ განცხადებებს პოპულისტური და დილეტანტური უწოდა.

„ამასთან, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ პოპულისტურია ის განცხადებები , რომელიც პრესაში გარკვეულ ოპოზიციურ ძალებს ჰქონდათ. არაერთხელ ყოფილა სამინისტროსა და მთავრობის აგრარული პოლიტიკის კრიტიკა. ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში დილეტანტურია მათი განცხადებები, მოკლებულია არსს, მათ არ აქვთ ბევრი ინფორმაცია და არ აქვთ მათ შორის პროფესიონალური ცოდნა, რომ სწორად შეაფასონ ვითარება და სწორი დასკვნები გამოიტანონ. ისინი უბრალოდ ცდილობენ ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებით ისარგებლონ და ამ რთულ ვითარებაში მანიპულირებენ ფერმერების გრძნობებით. ჩვენი პოლიტიკა აგრარულ დარგში პირველივე დღიდან იყო თანმიმდევრული. ეს გულისხმობდა მეტ ყურადღებას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის და ზუსტად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა კერძო სექტორზე დახმარების პროგრამები. კერძო სექტორზე ამხელა, რამდენიმე ასეულ მილიონიანი მხარდაჭერა არასოდეს ყოფილა“,-აღნიშნა დავითაშვილმა.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

მსოფლიოში არ არსებობს მოზაიკა, სადაც 11 ფერზე მეტი იყოს გამოყენებული – რა ხდება გელათში

თებერვალი 23, 2026
66
მთავარი

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ცენტრალური ტაძარი ერთიანი გადახურვის კონსტრუქციის ქვეშ არის მოქცეული. საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები 2023 წლიდან გელათში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს დადებითად აფასებენ და ზოგიერთი მიმართულებით მისაბაძსაც უწოდებენ....

დაწვრილებითDetails

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების სერვისმა „ვიან კარდიო-ნეირო“  დაიწყო მუშაობა 

თებერვალი 23, 2026
39
მთავარი

ამერიკის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურად აღჭურვილმა სასწრაფო დახმარების სერვისმა - ვიან კარდიო-ნეირო, რომელიც განკუთვნილია გადაუდებელი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტებისთვის. სერვისი ამ ეტაპზე...

დაწვრილებითDetails

ავტოავარიებს ყველაზე მეტი ადამიანი იმერეთში ემსხვერპლა

თებერვალი 23, 2026
215
მთავარი

ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებისას 5 324 ადამიანი მოკვდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება აქვეყნებს". მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური

თებერვალი 23, 2026
149
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი", რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.  ...

დაწვრილებითDetails

საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

თებერვალი 23, 2026
1k
მთავარი

ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა  -  ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდა კაცს სამუშაოების შესრულების დროს, სავარაუდოდ, თავში მინა დაეცა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი...

დაწვრილებითDetails

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

თებერვალი 23, 2026
39
მთავარი

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის...

დაწვრილებითDetails

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა

თებერვალი 23, 2026
2.5k
მთავარი

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა  - ინფორმაციას სოციალურ ქსელში რაგბის კლუბი "ლელო" ავრცელებს: 💔 ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე,...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა – სააჭესთან 14 წლის მოზარდი იჯდა

თებერვალი 22, 2026
8.1k
მთავარი

"საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა. ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა" - გურჯაანში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მე­ლა­ან­ში გუ­შინ, 21...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 22, 2026
798
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.   უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.   ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად...

დაწვრილებითDetails

პროდუქციით წყენის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს- დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი

თებერვალი 21, 2026
221
მთავარი

შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ  დაკავებული ბიზნესმენის, „კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებლის, ივანე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».