გიორგი გახარიამ დღეს “საქართველოსთვის” ახალი ოფისი ოზურგეთში გახსნა და ოზურგეთში მერობის კანდიდატიც წარადგინა.
“ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ყველა ქალაქი და ყველა რეგიონი. ჩვენ საერთოდ არ ვყოფთ საქართველოს რეგიონებს პრიორიტეტებად მეტად პრიორიტეტულად და ნაკლებად პრიორიტეტულად ჩვენ ეს არ გვახასიათებს და ჩვენთვის ერთიანი და თანმიმდევრული მიდგომაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
ჩვენი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ ერთდროულად გვიწევს პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. უკვე გამოცხადდა არჩევნების დღე 2 ოქტომბერი და მე დარწმუნებული ვარ რომ ოზურგეთელები 2 ოქტომბერს ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. გია ცეცხლაძე არის ერთ-ერთი სანიმუშო საჯარო მოხელე, არჩევნები დანიშნულია გამოცხადებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო. გიდასტურებთ, რომ გია ცეცხლაძე იქნება პარტია საქართველოსთვის მერობის კანდიდატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ ოზურგეთში მედიასთან.