პარლამენტმა რვა ახალი წევრის უფლებამოსილება ცნო.
კერძოდ, პარლამენტის გამოკლებული წევრის ბიძინა ივანიშვილის ადგილმონაცვლეა – ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე – არჩილ გორდულაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლე – სალომე ჯინჯოლავა, მაკა ბოჭორიშვილის ადგილმონაცვლე – თორნიკე ბერეკაშვილი, მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე – თორნიკე ჭეიშვილი, ანრი ოხანაშვილის ადგილმონაცვლე – პაატა სალია, მიხეილ ყაველაშვილის ადგილმონაცვლე – გიორგი გუგუჩია და დავით სონღულაშვილის ადგილმონაცვლე – ირაკლი ჭეიშვილი.
პარლამენტმა, დღეს, პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობაში რვა ახალი დეპუტატი შევიდა. პარლამენტმა ლევან მაჭავარიანის, არჩილ გორდულაძის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ბერეკაშვილის, თორნიკე ჭეიშვილის, პაატა სალიას, გიორგი გეგუჩიას და ირაკლი ჭეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ისინი პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლედ შევიდნენ.