LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს საკითხებს, რომლითაც პირველკლასელთა ასაკი იქნება 6 წელი, მე-11 კლასში კი რეპეტიტორიუმი შეიქმნება” -გივი მიქანაძე

დაპოსტა 2026/01/29-ში
16
ნახვა
გაზიარება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მომავალ კვირას დაჩქარებული წესით იქნება განხილული ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმების აღსრულება აქტიურ ფაზაში გადადის.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, გასულ წელს დავაანონსეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურების მასშტაბური რეფორმები, რომელთა კონცეფციები საჯარო განხილვების შემდეგ მთავრობის დადგენილები დამტკიცდა. გადავდივართ მათი აღსრულების აქტიურ ფაზაში.

პირველი ეტაპი მოიცავს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას.

წარმოგიდგენთ ძირითად საკითხებს, რომელიც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარედგინა პარლამენტს და მომავალ კვირას დაჩქარებული წესით იქნება განხილული.

ზოგადი განათლების საფეხური: მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ კლასელთა ასაკი განისაზღვროს 6 წლით. ბავშვის 1-ელ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ცვლილებები ამოქმედდება 2026 -2027 სასწავლო წლისთვის.

საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხური – I-VI კლასები, საბაზო საფეხური – VII-IX კლასები, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასები 2027-2028 წლიდან. ამავე სასწავლო წლიდან, მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის“,- აღნიშნა მიქანაძემ.

გივი მიქანაძემ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო.

ეს პროცესი 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. ამასთან, მისი თქმით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში, დაწყებით საფეხურზე I–VI კლასებში – სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა და სკოლებში შემუშავდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

იანვარი 29, 2026
0
მთავარი

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

იანვარი 29, 2026
5
მთავარი

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო სივრცეებსა...

დაწვრილებითDetails

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

იანვარი 29, 2026
3
მთავარი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იშვიათი ხატი "კვანძების გამხსნელი" -  ადამიანი ლოცულობს ამ სურათის წინაშე ყველაზე დამაბნეველ, გადაუჭრელ სიტუაციებში. ხატი ხელს უწყობს ოჯახის შენარჩუნებას და რთული საბინაო საკითხების გადაჭრას და დაქორწინებულ წყვილებს შორის ერთგულების...

დაწვრილებითDetails

„ინფიცირებიდან 2-3 დღეში შესაძლოა მოკვდეს ადამიანი“ – რა ვიცით „ნიპას“ ვირუსზე

იანვარი 29, 2026
199
მთავარი

ინდოეთში, კონკრეტულად დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილში, ნიპას ვირუსი (NiV) გავრცელდა. ამ ეტაპისთვის უკვე 5 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა სიაში კი ექიმები და ექთნებიც შედიან. სახლის პირობებში კარანტინში ყოფნა დაახლოებით 100 ადამიანს უწევს,...

დაწვრილებითDetails

” აშშ ჩართული უნდა იყოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში’- ბადრი ჯაფარიძე

იანვარი 29, 2026
4
მთავარი

მნიშვნელოვანია, საქართველო იმ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის მიღმა არ დარჩეს, რასაც ჰქვია აშშ-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობაში - აშშ ჩართული უნდა იყოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში, კერძოდ, ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასა და...

დაწვრილებითDetails

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

იანვარი 29, 2026
10
მთავარი

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა დღეს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. თავად კომისიის ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას...

დაწვრილებითDetails

“ახალი რეგულაციების დაანონსება ამერიკული დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვიეს “- ზურაბ ჯაფარიძე

იანვარი 29, 2026
11
მთავარი

კითხვები ეხებოდა გუშინ მიღებულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც სპეციალურად დაამთხვიეს აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის ვიზიტს - არ მჯერა დამთხვევების, რომ ჩამოსულია ამერიკის დელეგაცია და მაინცდამაინც მაგ დღეს გამოდიან და ატარებენ ბრიფინგს, აცხადებენ...

დაწვრილებითDetails

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

იანვარი 29, 2026
6
მთავარი

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ და ვიდეოკონფერენციის საშუალებით...

დაწვრილებითDetails

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება

იანვარი 29, 2026
15
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. მისი თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა...

დაწვრილებითDetails

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ნახეთ, ვინ მიიღებს ბენეფიტს

იანვარი 29, 2026
572
მთავარი

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამას აგრძელებს.  პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადების თარიღისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».