LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
84 ხმით – პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალურ კანონს მიიღებს

დაპოსტა 2025/11/19-ში
A A
18
ნახვა
გაზიარება

პარლამენტი იმ არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ, სპეციალურ კანონს მიიღებს.

“კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ – ასე ეწოდება კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს – 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა არ ხორციელდება, არ არსებობს ჩადენილ ქმედებაზე რეაგირებისა და ამგვარი ქმედების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი. შესაბამისად, კანონის პროექტის მიზანია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა. აგრეთვე, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესისა და პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.

პროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით საჭირო სერვისში/პროგრამაში ჩართვას. აგრეთვე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ გადამისამართებას არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში.

პროექტის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მულტიდარგობრივ მიდგომას დაეფუძნება, რა დროსაც არასრულწლოვნის დახმარების მიზნითა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურა იმუშავებს.

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი შეიქმნება, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმმართავი და მაკოორდინირებელი ორგანო იქნება.

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში გაერთიანდება: ცენტრი, პროკურატურა, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები.

პროექტის გათვალისწინებით, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. კერძოდ, ეს არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართება; მისი მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა ან გადამისამართება; აღნიშნულ სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგი; შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ არასრულწლოვნის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება; კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება.

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის პირველ ეტაპს მისი ცენტრში გადამისამართება წარმოადგენს. ცენტრში გადამისამართებას პროკურორი განახორციელებს. კერძოდ, პროკურორი არასრულწლოვანს, რომელთან მიმართებაშიც მიღებული გადაწყვეტილებით “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურდება და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებია, გადაწყვეტილების მიღებიდან 5-სამუშაო დღის ვადაში ცენტრში გადაამისამართებს.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართების შემდეგ, ცენტრი არასრულწლოვნის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებას იწყებს. აღნიშნული მიზნით ცენტრი უფლებამოსილი იქნება ინფორმაცია მიიღოს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლისგან, ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოდან ან სხვა ისეთი პირიდან და დაწესებულებიდან, რომელსაც შეიძლება მასზე ინფორმაცია გააჩნდეს.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის ან მისი საკონტაქტო ინფორმაციის დაუდგენლობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ცენტრთან თანამშრომლობაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს ცენტრს მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ცენტრის მიმართვის საფუძველზე, არასრულწლოვანს წარმომადგენელი დაენიშნება, რომელიც განახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვნის სახელითა და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

გარდა ამისა, ცენტრი მოამზადებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებს. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში ცენტრის მულტიდისციპლინურ ჯგუფს წარედგინება, რომელიც ანგარიშის საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს არასრულწლოვნის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს/პროგრამებს, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე.

მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე შესასრულებლად სავალდებულო იქნება. მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ ცენტრთან თანამშრომლობაზე უარი, ცენტრისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში სხვაგვარად ხელის შეშლა ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, შეიძლება გაგრძელდეს – არაუმეტეს 12 თვის ვადით.

პროექტის გათვალისწინებით, დაგეგმილია არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და მხარდაჭერის სახლის შექმნა, რომელში გადამისამართების მიზანი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და მხარდაჭერა იქნება. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში დასაშვები იქნება 10-დან 18 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნის გადამისამართება, რომელმაც “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინა.

პროექტის მიხედვით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება მოხდება კანონით განსაზღვრული შემდეგი საფუძვლების არსებობისას: – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და ვერ ხორციელდება სერვისის/პროგრამის შესრულება; კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვის არსებობის შემთხვევაში; პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შემდეგ მის მიერ “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას; პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას (მიუხედავად იმისა, არასრულწლოვანი ჩართულია თუ არა სერვისში/პროგრამაში).

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გადამისამართება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია 6-თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ – ყოველ ჯერზე 6 თვემდე ვადით.

ამავე პროექტით, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის პერიოდში ნებისმიერ დროს, თუ არასრულწლოვნის ამ სახლში ყოფნა აუცილებელი აღარ იქნება, უფლებამოსილი პირი შესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე მულტიდისციპლინური ჯგუფს მიმართავს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი უფლებამოსილი იქნება თავისუფლად გადაადგილდეს დასახელებული სახლის ტერიტორიაზე, თუმცა გადამისამართების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი თანხმობის გარეშე, დაუშვებელი იქნება მის მიერ სახლის დატოვება.

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი იქნება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებით.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

“უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ პატრიარქი ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი მიუძღვნა ქრისტეს მსახურებას, სამშობლოს დაცვას და სამწყსოზე ზრუნვას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს....

დაწვრილებითDetails

” გისამძიმრებთ ყველას! ” – თეა წულუკიანი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? – თეა წულუკიანი
მთავარი

„ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს... გისამძიმრებთ ყველას!“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. „ისღა...

დაწვრილებითDetails

“გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით” – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი...

დაწვრილებითDetails

თბილისში ძარცვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით 2 პირი - 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1959 წელს დაბადებული რ.მ. წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

დღეს შედგება წმინდა სინოდის სხდომა

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
ვინ არის სასულიერო პირი, რომელსაც მღვდელმოქმედება განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა
მთავარი

2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ამონარიდები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან * * * იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის...

დაწვრილებითDetails

18 მარტის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში უმეტესად განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში დღის პირველ ნახევარში ზოგან წვიმა, მაღალმთაში...

დაწვრილებითDetails

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ადვილად შეძლებთ კოლეგებისა და პარტნიორებისგან თანხმობის მიღწევას, მაგრამ ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომლის შესრულებაც შემდეგ გაგიჭირდებათ.     კურო   მოიწყვეთ მყუდრო გარემო და განიტვირთეთ. თუ მარტო ხართ,...

დაწვრილებითDetails

93 წლის ასაკში საქართველოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.   პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"