“წელს, 8 თვეში, უფუნქციო შენობის კომუნალურებში უკვე თითქმის 700,000 ლარი გადავიხადეთ.”-ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
“პარლამენტის შენობა, რომლის შენებაც 2012 წელს დასრულდა, 326 მილიონი ლარი დაჯდა. პარლამენტის შენობის შენახვაში წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარს ვხარჯავდით.წელს, 8 თვეში, უფუნქციო შენობის კომუნალურებში უკვე თითქმის 700,000 ლარი გადავიხადეთ. ამ დროს წელს სულ 400,000 დაიხარჯება ქუთაისში ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე და150,000 საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოზე.”- ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე.